აღმოჩნდა, რომ "კომედი შოუს" მსახიობ ქეთი ხუციშვილისთვის ფინანსური ხარჯების სწორად განაწილება საკმაოდ პრობლემურია. გაგვიმხილა - ახლაც ფინანსურ კრიზისში ვარ და ხელფასის დღეს ველოდებიო.
- მახსოვს, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, მაგალითად, სოფელში ყოფნისას, მამაჩემს ავტომობილს თუ გავურეცხავდი, წასახალისებლად ფულს მაძლევდა. ამ ფულს ვაგროვებდი, მერე კი რაღაცას ვყიდულობდი - ასე "ვმაიმუნობდი", რა... მოკლედ, ფულის საჭიროება ბავშვობიდანვე გავიაზრე.
- მშობლებისთვის ფული უბრალოდ თუ გითხოვია?
- კი, რამდენჯერაც გინდა. ასეთი ეპიზოდები ჩემს ცხოვრებაში ახლაც არის. შემიძლია, ხელფასი ერთ დღეში "შემოვფლანგო" და გაშტერებულ-გაღიმებული დავრჩე. ამ დროს ჩემი გაჭირვების ტალკვესი დედაჩემია. თან, მეზობლად ცხოვრობს. ფანჯარასთან რომ ავეტუზები ხოლმე, ეგ უნდა ნახო (
იცინის). მისგან ფული სესხადაც ამიღია, ვალიც დამიბრუნებია...
- მამის ავტომობილის რეცხვის სანაცვლოდ მიღებულ ფულს თუ არ ჩავთვლით, გვითხარი - პირველი გასამრჯელო როდის და რისთვის მიიღე?
- 18 წლის ვიყავი, იუსტიციის სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ჩემი ხელფასი რა თანხას შეადგენდა, არ მახსოვს, მაგრამ ცოტა იყო.
- მას შემდეგ, რაც უკვე შემოსავლის საკუთარი წყარო გაგიჩნდა, სერიოზული ფინანსური კრიზისი შეგქმნია?
- კი, როგორ არა! კრიზისი ამწუთასაც მაქვს. ხელფასს ველოდები. ხელფასის თარიღამდე ოთხით მივფორთხავ (
იცინის)... ამ წუთში საჭმლის ფულიც არ მაქვს. გეფიცები, მგონი, საფულეში 5 ლარი მიგდია... ხედავ, რა დღეში ვარ?
- ამ მხრივ, ალბათ, მშობლები მაინც გეიმედება...
- კი, მაგრამ დედაჩემისგან რამდენჯერმე ვალი აღებული მაქვს. ახლა ისევ მასთან ჩასვლა მაგრად "მიტყდება" და ან უნდა ვისესხო, ან - რამე ვიღონო... როგორმე ხელფასის დღემდე მივაღწევ... მაინც მომიკითხე, მშიერი მოვკვდები თუ არა (
იცინის).
- შენი ხელფასის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავ?
- ვაიმე, ეს რომ მამაჩემმა წაიკითხოს, გაგიჟდება: სულ ამის გამო მეჩხუბება - ხელფასი სად მიგაქვს, რატომ არ ინახავ? ფული გადადეო! ვერ ვინახავ... ახლა უნდა დავიწყო თანხის გადადება... ფულს რომ ვხედავ, თვალებზე ბინდი მეკვრება - გავეშებული "ხამი" ვხდები!.. თან, ჩემი შვილი 18 წლისაა. ხელებში შემყურე არაა, მაგრამ ერთი ბიჭი მყავს. ურჩევნია, რომ ერთი, მაგრამ ხარისხიანი (მაგალითად - ფეხსაცმელი) ჰქონდეს. მისთვის საკმაოდ ძვირად ღირებულ ბრენდულ ფეხსაცმელს თუ შარვალს ვყიდულობ. თან, ამ ფაქტს ვმალავთ - ვითომ არ ვყიდულობთ. ფასს და ბრენდს არ დავასახელებ, თორემ მამაჩემს გული წაუვა... ფული "სად მიდის", მამაჩემი დღესაც გაურკვეველ სიტუაციაშია... სახლისთვის საჭმელსაც ვყიდულობ, რა თქმა უნდა, მაგრამ - მცირე რაოდენობით, რადგან უფრო "ზმანები" "მევასება": გიორგის (ჩემს შვილს) უნდა ჩავაცვა, კარგად გამოვაწყო...
- მესმის, დედას შვილისთვის რაღაცების ყიდვა სიამოვნებს, მაგრამ პირადი სიამოვნებისთვის თუ იმეტებ თანხას?
- კი, კი, როგორ არა! ამ მხრივ, ეგოისტურადაც ვარ განწყობილი - "ჯერ თავო და თავო" ვიცი ხოლმე (
იცინის). ბევრ რამეს ვერ ვყიდულობ - საქართველოში ისეთი ხელფასები არ არის, რომ "გაჭიმო" და ყველაფერი იყიდო. თან, მარტო ხომ არ ხარ ადამიანი, არა? გინდა, სხვასაც ასიამოვნო, პატივი სცე, მაგალითად - დაბადების დღეზე... პირადად მე, ტანსაცმელში ფულს არც ვფლანგავ - მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებით ვსარგებლობ. აბა, რა!.. "მეორადში" მხოლოდ საცვლებს, წინდებს და ფეხსაცმელს არ ვიყიდი, დანარჩენს ყველაფერს შევარჩევ. შეიძლება, თავიდან ბოლომდე 25 ლარის სამოსი მეცვას.
- ქეთი, იურიდიულ სფეროში რამდენ ხანს იმუშავე?
- ზუსტად ორწელიწად-ნახევარი. სამსახურიდან თავადვე წამოვედი, რადგან ეს ჩემი სფერო არ იყო ან შეიძლება, მუშაობა ნაადრევად რომ დავიწყე, ვერ აღვიქვი, სად ვმუშაობდი. არ მომწონდა... სხვები ხომ ნატრობენ, 18 წლის ასაკში სამსახური ჰქონდეთ? თან, სამინისტროში ვმუშაობდი, მაგრამ პირადად მე, იქ თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობდი. ის პერიოდი ძლივს გავძელი. ბედნიერი ვარ, რომ წამოვედი.
- მერე რას საქმიანობდი?
- სახლში ვიყავი. გავთხოვდი. პირველი შვილი 3 თვის იყო, როცა გარდამეცვალა... მერე, 3 წელი შვილი არ მინდოდა...
განაგრძეთ კითხვა