რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?
რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და მინერალების მიღება, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბრიტანელი მეცნიერები განსაკუთრებით გვირჩევენ D ვიტამინისა და ომეგა 3-ის შემცველ პროდუქტების მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში თქვენი და თქვენი პატარების იმუნიტეტს გააძლიერებს. D ვიტამინისა და ომეგა 3-ის მწვავე უკმარისობის მქონე ბავშვებში ვირუსის გავრცლების რისკი ბევრად უფრო დიდია.
კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 და D ვიტამინი ის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც პატარების იმუნიტეტს აძლიერებს კონკრეტული ვირუსისა, თუ დაავადების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ხელი
ეწყობა ბავშვის გონებრივ განვითარებას, ისევე,  როგორც კალციუმისა და ფოსფორის დარეგულირებას.
აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ ამ ორ ვიტამინს. ბრიტანელი ექსპერტები გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება მეტი საკვები პროდუქტი შევიტანოთ კვების რაციონში ისეთი, რომელიც ვირუსულ პერიოდში ჩვენი და ჩვენი პატარების იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგვეხმარება.
„თუ პატარები ვერ გავლენ გარეთ, ვერ მიიღებენ D ვიტამინს და სხვა საჭირო ვიტამინებს, ამიტომ აუცილებელია ეს თვე ვიზრუნოთ მათი იმუნიტეტის გაძლიერებაზე“ - გვეუბნებიან ქართველი პედიატრები.
mshoblebi

რა ვიტამინები უნდა მიიღოს თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

  • D ვიტამინი - D ვიტამინი ოგრანიზმის მოღონიერებას, იმუნიტეტის შენებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს. D ვიტამინი კალციუმის შეწოვას და ინარჩუნებს შრატში კალციუმის და ფოსფატის ადექვატურ კონცენტრაციებს ძვლისა და შემდგომ, სხეულის ნორმალური მინერალიზაციის
    უზრუნველსაყოფად. D ვიტამინის ნაკლებობამ ძვლების შეიძლება სხეულის, ძვლების დასუსტება გამოიწვიოს. თუ გვსურს,რომ ეს ვიტამინი საკვებიდან მივიღოთ, მაშინ, აუცილებლად უნდა მივირთვათ - რძის პროდუქტი, სოკო, თევზეული.
  • C ვიტამინი - არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმუნური სისტემის გამაძლიერებელი. სინამდვილეში, C ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ავადმყოფობა. C ვიტამინი ქმნის იმუნური სისტემის დაცვის ბარიერს, რომელიც ვირუსულ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. C ვიტამინით მდიდარი საკვებია ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი, მარწყვი, წიწაკა, ისპანახი, კალე და ბროკოლი, რძის ნაწარმი. C ვიტამინის ყოველდღიური მიღება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
  • ომეგა 3 - ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერება, რომელიც ამ დროს ბავშვს ესაჭიროება, ომეგა 3-ია. საჭიროა, რომ იგი ბავშვს რეგულარულად მივაწოდოთ სხვადასხვა პროდუქტის სახით, რომლებიც შეიცავს მას. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას საგრძნობლად უწყობს ხელს,ეხმარება ორგანიზმს მოღონიერებაში. ომეგა 3-ისა და რძის პროდუქტების რეგულარული გამოყენება სამი თვის განმავლობაში ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს 15-დან 30%-მდე ზრდის. ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, გადახედონ ბავშვების კვების რაციონს, ის აუცილებლად სხვადასხვა ვიტამინით უნდა იყოს გამდიდრებული. აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმუნიტეტისთვის რკინა აუცილებელია - ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. ომეგა 3-ს იპოვით თევზეულში, რძის ნაწარმში - რძე, ხაჭო, ყველი, მაწონი. თხილეულში.
  • სწორედ დღევანდელ პირობებში უნდა ჩავრთოთ მსგავსი პროდუქტები ბავშვთა კვებაში იმისთვის, რათა მათი ორგანიზმი მხნედ და ძლიერად შეხვდეს რთულ ვირუსულ პერიოდს.
mshoblebi

149
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები