ზედმეტად გვეგონა, რომ მოსახლეობა გაითავისებდა ამ პრობლემას და დაგვიჯერებდა. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. მეტი სიმკაცრე უნდა გამოგვეჩინა" - განაცხადა დაავადება კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ რუსთავი2-ის ეთერში. მისივე თქმით, დღეში, როცა ოფიციალურად 3 000 შემთხვევა ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ რეალურად დრეში 10 ათასამდე ახალი ინფიცირებულია.
"ჩვენი გათვლებით, დღეში 10 ათასამდე ახალი ავადმყოფია, უბრალოდ ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები ან შედარებით მსუბუქები, რომლებიც არ იტესტებიან და ჯანდაცვის სისტემაში საერთოდ არ ხვდებიან" - განაცხადა პაატა იმნაძემ.