სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა მოულოდნელად აღიარა, რომ მუცელი მოეშალა. ამის შესახებ მან გაზეთ New York Times-ის სვეტში ისაუბრა.
მეგანის თქმით, ეს საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. "ჩემს პირველ შვილს ვეხუტებოდი და ვხვდებოდი, რომ მეორეს ვკარგავდი", - ამბობს მეგანი.
არჩი, მისი და პრინც ჰარის ვაჟი, 2019 წლის 6 მაისს დაიბადა.
ეს მოხდა აშშ-ში მისი გადაბარგებიდან მალევე, 2020 წლის ივლისში. ტკივილი იგრძნო მას მერე, რაც არჩის საფენი გამოუცვალა. მეგანი ამბობს, რომ იმ დილით უჩვეულო კრთომა იგრძნო, კრუნჩხვასავით, და კლინიკაში გადაიყვანეს.
"2020 წელს ყველას გვდევდა თან ტკივილები და დანაკარგები", - დასძენს მარკლი.
კლინიკაში მან და ჰარიმ ერთად გამოიტირეს დაუბადებელი ბავშვი.
მარკლის თქმით, ბევრი ორსულობა მთავრდება მოშლით, თუმცა ქალები ამაზე იშვიათად ლაპარაკობენ. მეგანმა მოუწოდა მათ, უფრო თამამად ისაუბრონ და გაუზიარონ ტკივილი სხვებს.