რომელი ბავშვიანი ოჯახები მიღებენ 100 ლარიან დახმარებას
რომელი ბავშვიანი ოჯახები მიღებენ 100 ლარიან დახმარებას
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. პირველი ტალღის დროს, ამ პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. 0-იდან- 100 ათასის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის
განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახმარება. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინტერპრესნიუსი
37371
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (34)
ლიანა
0
გამარჯობათ.ვარ სოციალურად დაუცველი მყავს 3 არასრულწლოვანი შვილი .უფროსი არის 16 წლის და თუ მეკუთვმის 100 ლარიანი დახმარება?
12:58 / 04-12-2020
Nina
0
Martoxela deda var 3 shvili myavs da mainteresebs ianvvridan dairicxeba eg. tanxebi Da shshm pirebi rages nishnavs
18:44 / 29-11-2020
მსგავსი სიახლეები