ვინ მიიღებს 300-ლარიან და 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?
ვინ მიიღებს 300-ლარიან და 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?
ვინ მიიღებს 1200-ლარიან დახმარებას - რა სოციალურ დახმარებებს სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში?
28 ნო­ემ­ბრი­დან მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი იხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი კი მუ­შა­ო­ბას აჩე­რებს. გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ უკვე მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა.

"28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე ჩვენ გვაქვს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, 24 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით ჩვენ ვაძ­ლევთ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ზე­ი­მოთ ახა­ლი წელი და რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ხოლო შემ­დგომ ისევ ვუბ­რუნ­დე­ბით შე­ზღუდ­ვებს 3
იან­ვრი­დან 16 იან­ვრამ­დე. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთვრო­ბის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბით, 3 იან­ვრი­დან 15 იან­ვრის ჩათ­ვლით, ცხად­დე­ბა უქმე, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი, რაც მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში მოგ­ვეხ­მა­რე­ბა.16 იან­ვრის შემ­დგომ ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა იხ­სნე­ბა, რჩე­ბა მხო­ლოდ შე­ზღუდ­ვე­ბი შა­ბათ-კვი­რას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მან ისა­უბ­რა იმ დახ­მა­რე­ბებ­ზეც, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თუ ბიზ­ნე­სი მი­ი­ღე­ბენ ამ პე­რი­ოდ­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი და ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბის მე-4 ტალ­ღას, ყვე­ლას გვახ­სოვს, რომ ამ დახ­მა­რე­ბის წინა 3 ტალ­ღა იყო უკი­დუ­რე­სად მიზ­ნობ­რი­ვი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რით ვზღუ­დავთ სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბას, მო­ლებს, ბაზ­რო­ბებს, მა­ღა­ზი­ებს, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ ვა­წე­სე­ბით იგი­ვე სა­ხის დახ­მა­რე­ბას, რაც გვქონ­და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ტალ­ღი­სას, ეს გახ­ლავთ 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ჩვენ უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ამ
ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­რი­ცხვა იმ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ.

ამ 300-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის გარ­და, ვი­ღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, რომ­ლე­საც გა­აჩ­ნია სეს­ხი და ამ სფე­რო­შია და­საქ­მე­ბუ­ლი, მიზ­ნობ­რი­ვად მი­ვეხ­მა­როთ სეს­ხის გა­და­ვა­დე­ბა­ში.

4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სახ­დე­ბი, რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ისე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­ი­ფა­რე­ბა. გახ­სოვთ პირ­ვე­ლი ტალ­ღის დახ­მა­რე­ბე­ბის დროს ჩვენ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 1200 ლარი გა­და­ვუ­ხა­დეთ, ეს პროგ­რა­მა ისევ ამოქ­მედ­დე­ბა - და­წყე­ბა 1-ლ იან­ვარს და გაგ­რძელ­დე­ბა ასე­ვე 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ კრი­ზი­სი­სას და­კარ­გავს სამ­სა­ხურს, სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღებს 1200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას, ყო­ველ თვე 200 ლარს. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვყავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეს ის ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი და მსგავ­სი კრი­ზი­სე­ბის დროს, ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დია, ამი­ტომ 65 000- დან 100 000-მდე ქუ­ლის მქო­ნე ყვე­ლა ოჯახს, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა 100 ლარი ყო­ველ­თვი­უ­რად. და­მა­ტე­ბით, 0-დან 100 000-მდე ქუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხებს, რო­მელ­თაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 -წლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ექ­ნე­ბათ 100 ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა. ასე­ვე 18-წლამ­დე შშმ და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის 100-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, სეს­ხე­ბის გა­და­ვა­დე­ბა თი­თო­ე­ულ იმ სფე­რო­ში, რო­მელ­საც ჩვენ გა­ვა­ჩე­რებთ, იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამი­ტომ თი­თო­ე­ულ ინდმე­წარ­მე­სა და ფი­ზი­კურ პირს, რო­მელ­საც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, და­ვეხ­მა­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.



4646
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
იზა ლუკავა
0
ვარ ინდ. მეწარმე ინკასო მადევს ანგარიშზე მაქვს ბიზნეს სეხი.რეგულა ციებიდან გამომდინარე უკიდურესად გამიჭირდა. მოვხდი აღსრულების ბიუროში.მეუღლე გარდამეცვალა მყავს მცირეწლოვანი შვილი.ამჟამად ვერაფერს ვერ ვაკეთებ ჯამრთელობიდან გამომდინარე...შეგიძლიათ მომხედოთ
17:16 / 26-11-2020
მსგავსი სიახლეები