თუ ვერ ჩამობალიბდით, რა აჩუქოთ და რით გაახაროთ ახლობელი, მეგობარი, ან კოლეგა, „მიჰაუსი“ უნივერსალურ გამოსავალს გთავაზობთ – „მიჰაუსის სასაჩუქრე ბარათი“ ნამდვილად სასიამოვნო და სასარგებლო საჩუქარია!
სასაჩუქრე ბარათზე 25 ლარიდან განუსაზღვრელი თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ, რომლითაც ბარათის მფლობელი თავად შეარჩევს საჩუქარს ამიერკავკასიაში სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდეს ჰიპერმარკეთში „მიჰაუსი“. აქ 60 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი მშენებლობის, რემონტის, სახლისა და აგარაკისთვის.
„მიჰაუსის სასაჩუქრე ბარათის“ (Mihouse gift card) ასაღებად უნდა ესტუმროთ ჰიპერმარკეტის საინფორმაციო სამსახურს, თუმცა პანდემიის გამო გამოცხადებული ლოქდაუნის დასრულებამდე ონლაინ შეძლებთ განაცხადის გაკეთებას mihouse.ge-ზე.
სასაჩუქრე ბარათი სახელობითი არ არის და ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ამ ბარათით „მიჰაუსში“ პროდუქციის შეძენა.
სასაჩუქრე ბარათის მფლობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი მოქმედების ვადა 6 თვეს შეადგენს და დროულად უნდა გააკეთოს შენაძენი. ამ ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია მფლობელს სასაჩუქრე ბარათზე არსებული თანხის ფარგლებში შეიძინოს სასურველი ნივთი, თანხის სრულად ამოწურვამდე.