განვადება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, რომლის პირობებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება და პროდუქციის ჩამონათვალიც იზრდება, თუმცა აქამდე მასში იშვიათად ხვდებოდა სერვისების ნაწილი.
რეალურად, დასვენება თუ ესთეტიკური პროცედურები შეიძლება, თითქმის იმავე ღირებულების იყოს, რაც ტექნიკა, თუმცა მომხმარებელს მათ მისაღებად თანხის სრულად დაფარვა უწევს და განვადების სერვისით ვერ სარგებლობს. Hotsale.ge-მ ახალი სერვისით მომხმარებლებს აღნიშნული პრობლემა მოუხსნა და ნებისმიერი პროდუქტის ერთდროულად დანაზოგითა და განვადებით შეძენა გახადა შესაძლებელი.
პროდუქტის ან სერვისის განვადებით მისაღებად შეგვიძლია, როგორც ერთიანი გადახდით, ისე პრომოკოდით ვისარგებლოთ.
კონკრეტულად, რა პროცედურები უნდა გავიაროთ განვადებით სარგებლობისთვის და სხვა საინტერესო დეტალებზე Hotsale.ge-ის დირექტორს თათული ზაკალაშვილს ვესაუბრეთ:
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 2000 მომხმარებლის 86%-მა განაცხადა, რომ ისურვებდა, ესთეტიკის პროცედურების, სასტუმროებისა და სხვა სერვისების განვადებით შეძენის შესაძლებლობა ჰქონოდა. მაგალითად, ზაფხულის სეზონზე, Hotsale.ge-ის მეშვეობით, თვესა და 10 დღეში ჯამში 16 000-მდე სასტუმროს ჯავშანი გაიყიდა, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, მომხმარებლებს განვადებით სარგებლობის საშუალება რომ ჰქონოდათ.
COVID-19-ის პირობებში, მომხმარებელთა ნაწილს ტექნიკის, დასვენების თუ რაიმე სხვა პროდუქტის ან სერვისის შესაძენად თანხის მობილიზება დასჭირდა. მსხვილი ტექნიკის შესაძენად მინიმუმ 500 ლარის გადახდა გვიწევს, დასვენების შემთხვევაში კი დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში 700-დან 1000 ლარამდე მაინც გვჭირდება. ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა ერთიანად კი არ გადავიხადოთ, არამედ გარკვეულ თვეებზე გადავანაწილოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა.
მომხმარებელი ავსებს განვადების ფორმას; 20-30 წუთში პასუხად იღებს დასტურს ან უარყოფას; დასტურის შემდეგ ელექტრონულ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს დამადასტურებელი საბუთებისთვის არ უწევს ბანკში მისვლა, ყველაფერს იღებს ონლაინ რეჟიმში; ამის შემდეგ უკავშირდებიან მომხმარებელს და აწვდიან ნივთს ან სარგებლობს კონკრეტული სერვისით.
რა თქმა უნდა, Hotsale.ge-ზე საახალწლო განწყობა Black Friday-ს შემდეგაც შენარჩუნდება და ჩვენს მომხმარებელს უამრავ სუპრიზს დავახვედრებთ. ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე იგეგმება სხვადახვა გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც შეიძლება, ნებისმიერი თქვენგანი გახდეს, ამიტომ თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში.