მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის მიხედვით, 65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დახმარების სახით, 100 ლარი ექნება. ასევე, 0-იდან- 100 ათასის ქულის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან 100- ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამის შესახებ დღეს პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა, რა ფორმით ჩაერიცხებათ კუთვნილი თანხა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს საკითხების დაზუსტება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ინფორმაცია. გარდა ამისა, დავინტერესდით, 100 ლარი ოჯახს ჩაერიცხება, თუ თითო ბავშვზეა გათვალისწინებული. სამინისტროში გვითხრეს, რომ 100 ლარია ოჯახისთვის გამოყოფილი და არა თითო ბავშვზე.
ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს ისიც, რომ ჯერ დადგენილება ძალაში არ შესულა, ამიტომ, როდიდან გაიცემა აღნიშნული დახმარება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
თამარ იაკობაშვილი