ერტიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე დაქორწინდა. პოლიტიკოსმა ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, წყვილმა ქორწინება იუსტიციის სახლში ოფიციალურად დააკანონა.
პოლიტიკოსის რჩეული, უკრაინელი ქალბატონი ანნა ფილიპჩუკია.
"დღეს მე და ჩემმა ანუტამ (ჩვენს საამაყო იუსტიციის სახლში) ხელი მოვაწერეთ და ქართულ - უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა" - წერს პოლიტიკოსი.
გიორგი ბარამიძეს პირველი ქორწინებიდან ეკა ჯაფარიძისგან ერთი შვილი, გოგონა ჰყავს.