ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ორი შვილი ჰყავს - ქეთევან და თეიმურაზ გუგუშვილი (გორჯესტანები). ქეთევანი საფრანგეთში ტელევიზიაში მუშაობს, თეიმურაზი კი დიპლომატიურ გზას დაადგა.
გასულ წელს თეიმურაზ გორჯესტანმა ჯვარი საქართველოში, კერძოდ ყაზბეგში დაიწერა, ხელის მოწერას წყვილი პარიზში გეგმავდა.
დღეს სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე სასიამოვნო სიახლე გამოჩნდა. როგორც ირკვევა, თეიმურაზი - მამა, ქალბატონი სალომე კი ბებია გახდა. დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი). ახალბედა ბებია შვილიშვილის მხოლოდ ხელის ფოტოს აქვეყნებს და მილოცვებს იღებს.
თეკლა ჟვანია