საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ქალთა პოპულაციაში ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის სიხშირით მე-4 ადგილს იკავებს.
ამერიკის კიბოს ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წლისთვის ამერიკაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 13 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამავე დიაგნოზით 4 290 ქალი გარდაიცვალა.
დაავადების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა, სკრინინგის შედეგად კიბოს წინარე დაზიანებების აღმოჩენას და მათ დროულ მკურნალობას ენიჭება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმდინარეობაზე, დიაგნოსტირებასა და პრევენციის აუცილებლობაზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი მარი კაჭარავა გვესაუბრა.
დაავადების ასეთი ლატენტური მიმდინარეობისას, მისი ადრეული გამოვლენის ერთადერთი საშუალება სკრინინგია. ჩვენს კლინიკაში, შესაძლებელია სკრინინგული კვლევის ჩატარება, ამისათვის ვიღებთ ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან, რომელსაც შემდგომში შევისწავლით მიკროსკოპის ქვეშ და ამგვარად კიბოს წინარე ცვლილებებს ადრეულად გამოვავლენთ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა; სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს; დისკომფორტი/ტკივილი სქესობრივი აქტის დროს; წელის ტკივილი; უსიამოვნო სუნი/სისხლიანი გამონადენი.
ამ დაავადების განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება; მრავალი სქესობრივი პარტნიორი; თამბაქოს მოხმარება; დაქვეითებული იმუნური სისტემა; პირველი მშობიარობა მცირე ასაკში; დაუცველი სქესობრივი კონტაქტები; კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება (10 წელი და მეტი).
დაავადების პრევენციის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი სკრინინგია, როდესაც ყოველგვარი ჩივილის გარეშე პაციენტი მიბრძანდება ექიმთან და იტარებს პაპტესტს. ასე კიბოს წინარე დაავადებებს გამოვავლენთ, დროული მკურნალობით კი სიმსივნის შემდგომ განვითარებას ვიცილებთ თავიდან. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის წყლულოვანი დაავადება სწორედ კიბოს წინარე მდგომარეობაა, რომელსაც თუ დროულად ვუმკურნალებთ, არასდროს გადაგვარდება სიმსივნედ.
პრევენციის კიდევ ერთი ნაბიჯი ვაქცინაციაა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები, რომლებიც 9-დან 11 წლამდე ასაკის გოგონებს უტარდებათ, საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. აშშ-მ ამ მიდგომით, დაავადების საერთო გავრცელება ელიმინაციისკენ წაიყვანა და ჩამოაყალიბა სკრინინგის ძლიერი სისტემა.
ვაქცინაცია 2 ეტაპად მიმდინარეობს – მას შემდეგ, რაც გაკეთდება პირველი აცრა, განმეორებითი ვიზიტისთვის საჭიროა 6-დან 12 თვემდე ვადა. ეს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიება ამცირებს არა მხოლოდ საშვილონოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკს, ასევე სხვა გინეკოლოგიური ორგანოების: ვულვის, ვაგინისა და ანალური მიდამოს კიბოს პრევენციასაც წარმოადგენს.
გლობალურ სტრატეგიაში კიბოს ელიმინაციის 3 საფეხური შედის:
1. პრევენცია პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ;
2. კიბოს წინარე დაზიანებების სკრინინგი და მკურნალობა;
3. დიაგნოზის შემთხვევაში კი მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომა, სადაც ჩვენი კლინიკის შემთხვევაში შედიან ონკოგინეკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, მორფოლოგი, რადიოლოგი.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ზემოთხსენებული სამივე ეტაპისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი გვაქვს: პაპტესტი, კოლპოსკოპია, ბიოფსია, მორფოლოგიური კვლევა. შემდგომ უკვე რადიოლოგიური კვლევების მთელი სპექტრი: ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გვაქვს სხვადასხვა მეთოდები შორეული მეტასტაზების გამოსავლენად და შესაბამისად სრულფასოვანი მკურნალობისთვის.
ადრეულ სტადიებზე უპირატესობა ქირურგიულ ჩარევას ენიჭება. ადგილობრივად, საშვილოსნოს ყელში გავრცელებული კიბოს შემთხვევაში, კომბინირებული მკურნალობა იწყება ქიმიო და სხივური თერაპიებით. თუ დაავადება მეტასტაზირებულია, ვატარებთ ქიმიოთერაპიას.
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკრინინგ პროგრამა უკვე წლებია არსებობს, ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე ძალიან გავრცელებულია.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალებში რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმებების მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, ძნელდება კიბოს წინარე მდგომარეობების აღმოჩენა და დროული მკურნალობა.