მსოფლიოს სათამაშოების ბაზარზე თავის დამკვიდრება საკმაოდ რთული საქმეა. გარდა იმისა, რომ ბრენდს ხარისხიანი და ბავშვებისა თუ მშობლების მოსაწონი პროდუქცია უნდა ჰქონდეს, ასევე პიონერი უნდა იყოს ბევრი კუთხით და სულ სიახლეები და ექსკლუზიური ნივთები შესთავაზოს მომხმარებელს. ამ დიდ ბაზარს სულ რამდენიმე ლიდერი ჰყავს, რომელთა შორის უდაოდ გამოირჩევა უკვე ლამის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ამერიკული ბრენდი HASBRO.
მისი ისტორია 1920-იან წლებში იწყება, როცა სამი პოლონელი ძმა ამერიკაში გადაბარდგა და საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა. გერმან, გილელ და ჰენრი ჰასენფელდებმა ქალაქ პროვიდენსში 1923 წელს წამოიწყეს პატარა ბიზნესი - ქსოვილების ნარჩენებს ყიდდნენ. სამ წელიწადში გადაწყვიტეს, ქსოვილი გამოეყენებინათ სასკოლო ჩანთებისა და პენალების დასამზადებლად. ბრენდის სახელწოდება ძმების გვარიდან მოდის HASsenfeld BROthers = HASBRO.
სათამაშოების ბაზარზე კომპანია 1943 წელს გამოჩნდა, როდესაც მას სათავეში ჩაუდგა ჰენრი ჰასენფელდის ვაჟი მერილი. მალე ოჯახური ბიზნესი დიდ კომპანიად იქცა Hasbro Industries Inc და მსოფლიოს სათამაშოების ბაზრის ლიდერად. დღეს მისი პროდუქცია მსოფლიოს 75 ქვეყანაშია წარმოდგენილი და კომპანიის ბრუნვა 3 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. კომპანიის ძირითადი მახასიათებლებია ხარისხი და პროდუქციის უსაფრთხოება, რომელიც მკაცრ შემოწმებას გადის დახლებზე გამოტანამდე და ყველანაირ ნორმას აკმაყოფილებს.
სწორედ Hasbro-ს ბრენდებია ისეთი ცნობილი საბავშვო პროდუქციის ხაზები, როგორებიცაა Parker-ი (სამაგიდო თამაშები), პატარებისთვის საყვარელი My Little Pony, PlayDoh-ი (ყველასთვის ცნობილი პლასტილინების ხაზი), Monopoly და ასე შემდეგ. მათვე ეკუთვნით ყველასთვის საყვარელი Frozen-ის გმირების სათამაშოების ხაზი. საახალწლოდ ბრენდმა ბავშვებს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა და ელზას და ანას ახალი თავგადასავლების სახით წარდგა მათ წინაშე. რა თქმა უნდა, ამ სიახლეს საქართველოში მცხოვრები პატარებიც არ გამოაკლდებიან და სათამაშოების მაღაზიათა ქსელში, ყველასთვის საყვარელ „XS სათამაშოებში” დახვდებათ საოცარი საახალწლო თავგადასავალი.