გაგუას კლინიკის ინიციატივით შეიქმნა „ფეისბუქ“ ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19”. ჯგუფში გაწევრიანება ნებისმიერ ორსულსა და მეძუძურს დედას შეუძლია. ჯგუფის წევრები მიიღებენ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება კოვიდ 19–ს. გარდა იმისა, რომ ჯგუფში ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება, წევრები მიიღებენ კვალიფიცურ პასუხს დასმულ კითხვებზე კლინიკის ექიმებისგან.
ჯგუფის წევრებს შეუძლიათ:
დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 თან დაკავშირებით დასვან კითხვები, რომელზეც უპასუხებენ კლინიკის ექიმები გაიარონ დისტანციურად უფასო კონსულტაცია კლინიკის ექიმთან მიიღონ რჩევები ორსულობის დროს და ლოგინობის ხანაში კოვიდ 19 ის მართვასთან დაკავშირებით „პანდემიის დროს ორსულობა და მშობიარობა განსაკუთრებულად რთული გამოწვევაა. მაღალი სტრესული ფონიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ქალბატონებისთვის საინტერესო იქნებოდა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და ასევე კომპეტენტური პასუხების მიღება სპეციალისტებისგან. პაციენტებს, რომლეთაც დაუდასტურდათ covid-19 და მკურნალობენ ბინაზე ან არიან თვითიზოლაციაში, უფასო ონლაინ კონსულტაციას გავუწევთ,“ – აცხადებენ კლინიკაში .
მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჯგუფში აკრძალულია ერთმანეთისთვის სამკურნალო სქემების გაზიარება ან მედიკამენტების რჩევა.