როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?
როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?
როგორც COVID-19-ის, ისე სხვა სეზონური ვირუსებისგან თავის დასაცავად, მედიკოსების რეკომენდაციით, ჯანსაღი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. უჯრედისით გაჯერებული საკვები მთელი რიგი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, რაც იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება.

ბავშვებში იმუნიტეტის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით მშობლების მხრიდან ბევრი შეკითხვა ისმება. საბოლოო ჯამში კი იმ პასუხამდე მივდივართ, რომ ჯანსაღი კვება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება ყველაფრის გასაღებია.

ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ რაციონი მრავალფეროვანი პროდუქტებით შევავსოთ და განსაკუთრებული ყურადღება ხილსა დ ბოტსნეულზე გავამახვილოთ.
საინტერესოა, რა ძირითადი პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ იმუნიტეტი არ დაუსუსტდეს?
გთავაზობთ
მათ მოკლე ჩამონათვალს:

ხილი და ბოსტნეული

რეკომენდებულია, ხილის და ბოსტნეულის სეზონური პროდუქტებით ვიკვებოთ. მიმდინარე სეზონზე აქტუალურია ციტრუსები, კივი, ბანანი, ვაშლი, რომლებიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს, A და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავენ.

რაც შეეხება ბოსტნეულს, დიდი რაოდენობით ვიტამინების წყაროა ისპანახი, სტაფილო, ბროკოლი, ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ბარდა, ჯინჯერი, წითელი კომბოსტო და სხვა.

ბავშვები ბოსტნეულის სიყვარულით არ გამოირჩევიან ამიტომ შეგვიძლია, მათთვის მხიარული კომბინაციები ავაწყოთ ან თავად ჩავრთოთ კერძის მომზადებაში, რომ შემდეგ დაგემოვნების ხალისი გაუჩნდეთ.

ორაგული

ომეგა-3 ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას გაჯანსაღებაში ეხმარება. უმნიშვნელოვანესია, ბავშვების დაბალანსებულ კვებაში ისიც საკმარისი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.

როგორც ომეგა-3-ის, ისე B ვიტამინის, ფოსფორის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების მიღება ნორვეგიული ორაგულით არის შესაძლებელი. სწორედ ამ სახეობის ორაგულს უწევენ
ექიმები ყველაზე მეტად რეკომენდაციას. სასურველია, ოკეანის ორაგული კვირაში 1-2-ჯერ მივირთვათ როგორც ბავშვებმა, ისე მოზრდილებმა (თუ ექიმის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ გვაქვს), რათა მისგან შესაბამისი სარგებელი მივიღოთ. ორაგულის სასარგებლო თვისებებს შორის არის სისხლის დათხელების უნარიც, რაც თავის მხრივ, თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. გარდა ამისა, თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების დონეს და ზრდის კარგი ქოლერტერინის დონეს.

ნორვეგიული ორაგული საქართველოში "ნიკორას" შვილობილ კომპანია "ოკეანეს" შემოაქვს. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, იმისათვის რომ ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ აუცილებელია თევზი შესაბამის გარემო პირობებში იყოს გაზრდილი. კერძოდ კი, მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ, თავისუფალ წყლებში გაზრდილი ორაგულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისების მატარებელი.
mshoblebi
"100 გრამი ნორვეგიული ორაგული საშუალოდ, 201 კალორიას შეიცავს, ამიტომ ჯანსაღად კვების დროს ის საუკეთესო არჩევანია. ორაგული - ეს მენდელეევის ტაბულაა ერთ პროდუქტში, რომელიც მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის ყველა სასარგებლო და საჭირო ელემენტებით. ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც ფილეს სახით ასევე სასუფრედ დაჭრილი შეფუთულ მდგომარეობაში. ორივე მათგანი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებასა და იმ ვიტამინებს, რაც ადამიანის ორგანიზმმა აუცილელად უნდა მიიღოს", - აღნიშნავს "ოკეანის" წარმომადგენელი.

ოკეანის ორაგული, რომელიც ბუნებრივად არის გაზრდილი და არა წყალსაცავში გამოყვანილი ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევა. ის პროტეინების წყაროა და როგორც ბავშვის ასევე მოზრდილების იმუნურ სისტემაზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

ნიგოზი

ნიგოზი, რომლის გემოც ბავშვების უმეტესობას უყვარს, სასარგებლო ცხიმებს შეიცავს და ომეგა-3-ის მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ის ასევე შეიცავს ბიოტინს, მანგანუმს, ვიტამინ E-ს, B6-სა და სხვა ჯგუფის ვიტამინებს.

ნიგოზი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს ნაწლავების სიჯანსაღეს, ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტის რისკებს და სისხლის წნევის რეგულირებაში გვეხმარება.

ასევე, ნიგოზი დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირების დაჩქარებასთან. ცხადია, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი იმუნური სისტემის დაქვეითებასაც უშლის ხელს.

რძის პროდუქტები
mshoblebi

ნატურალური რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით. ასევე, ის შეიცავს D ვიტამინს. ორივე მათგანი კი ბავშვის იმუნიტეტისთვის აუცილებელია.

ამასთან, კალცი მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობის, მისი ზრდა-განვითარებისთვის. კონკრეტულად, რა რაოდენობით კალცს და ვიტამინებს შეიცავს რძის პროდუქტები, ამის შესახებ "ნიკორას" "დღის პროდუქტების" წარმომადგენელს მივმართეთ.

მისი თქმით, ნატურალური, საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტები როგორც კალციუმის, ისე პროტეინებისა და კალიუმის შემცველია.

"განსაკუთრებით ბავშვებში რძის პროდუქტების მოხმარება რომ აუცილებელია, ეს ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია. ნატურალური რძის პროდუქტი კალციუმის ნამდვილი საბადოა. 100 გრამ რძეში 125 მილიგრამი კალციუმი უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია ყველის და რძის სხვა პროდუქტების მოხმარებაც, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმში კალციუმის დღიურ ნორმას შეავსებს", - აღნიშნავს "დღის პროდუქტების" წარმომადგენელი.

თუ ბავშვი დღეში ერთ ჭიქა ნატურალურ რძეს მიიღებს, გამოდის, რომ ის 300 მილიგრამ კალციუმს აითვისებს. რძის პროდუქტები ასევე შეიცავს ვიტამინ A-ს, მაგნიუმს და სხვა მნიშვნელოვან ვიტამინებს.

3163
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ddd
0
ეს ბავშვი აშკარად ანაკომის სუპს მიირთმევს.
23:51 / 05-12-2020
???
0
მითანას ან ვაკის პროდუქციის მიღება არ შეიძლება პანდემიის დროს?
23:49 / 05-12-2020
ddd
0
აქ პრინტარეას რეკლამაც რომ ჩაგემატებინათ კარგი იქნებოდა.ანუ როგორ შევაყვაროთ ბავშვს გეოგრაფია პანდემიის დროს პრინტარეას საშუალებით.
23:46 / 05-12-2020
მსგავსი სიახლეები