მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი სულ ცოტა ხნის წინ წერდა ბებიის მძიმე მდგომარეობის შესახებ:
"ბებო რომელიც მიყვარს სამყაროში ყველაზე მეტად, მყავს უმძიმეს მდგომარეობაში. საავადმყოფოდან გამოგვიშვეს, ჩვენ მეტს ვეღარ შევძლებთო. აქვს ინსულტი, წაერთვა მარჯვენა მხარე და მეტყველება, მხოლოდ დედას იძახის და ტირის. მთხოვს, რომ ვუშველო. მე ვერაფერს ვშველი, ექიმები ბანზე მიგდებენ სიტყვას იმიტომ, რომ უიმედოა და თან 90 წლის! ამხელა ტანჯვის ყურებისთვის არ ვიყავი მზად და ვატყობ, რომ ფსიქიკა მერყევა უუნარობისგან. აქ იმიტომ ვწერ, რომ იქნებ მყავხართ ექიმები მეგობრებში, რომლებსაც გეცნობათ სიტუაცია და იქნებ დამეხმაროთ, რომ როგორმე შევუმსუბუქო ეს დღეები".
მას მერე ბებოს უვლის და ცდილობს, ეს დღეები შეუმსუბუქოს და ყველანაირად დაეხმაროს.
"რა დაუნდობელია ცხოვრება.
როცა 1 წლის ვიყავი და ბებიაჩემი კოვზით მაჭმევდა ფაფებს, მე დადა-დადას ვეტიტინებოდი სიხარულით. ზუსტად ეგრე ვაჭმევ ახლა მე 90 წლის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ბებიას და ისიც დადა-დადა-ს მეტს ვეღარაფერს მეუბნება...
ეცადეთ თავი ისე შეაყვაროთ შვილიშვილებს, როგორც მე შემაყვარა ბებიაჩემმა. მაგრამ რად გინდა?! მიუხედავად აუწერელი სიყვარულისა, მაინც ვერაფერს ვშველი და მეც ვიტანჯები მასთან ერთად.
ესაა რეალური ცხოვრებისეული დრამა, რომელიც ძალიან ძაალიან მწარეა", - წერს მაია.
თეკლა ჟვანია