27 ნოემბერს ამერიკის მოსახლეობამ მადლიერების დღე აღნიშნა. ამ დროს ისინი ოჯახის წრეში ატარებენ ხოლმე. 48 წლის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ 16 წლის ქალიშვილ ეპლსა და 14 წლის ვაჟ მოზესთან ერთად მამის საფლავი მოინახულა - კინორეჟისორ ბრიუს პელტროუსი. ინსტაგრამზე კი ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა ფოტოს შინაარსზე მეტად, გვინეტის გარეგნობამ მიიქცია მისი გამომწერების ყურადღება - გვინეტი საკმაოდ სახეშეცვლილია და ასაკიც მკვეთრად დაეტყო.
"26 ნოემბერს მამაჩემის საფლავი მოვინახულე - მის დაბადების დღეზე. ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანები მიწევდნენ მეგზურობას. ბედნიერ მადლიერების დღეს გისურვებთ. ცხოვრებაში არის საოცარი აღმაფრენები და დაცემები. შესაძლოა, მათი ერთდროულად განცდა არის კიდეც დიდი ხელოვნება", - დაწერა გვინეტმა.
ბოლო დროს გვინეტი ძალიან იშვიათად აქვეყნებს ბავშვების ფოტოებს. ამბობს, რომ ისინი უშლიან და მათი ნებართვის გარეშე ვერც აქვეყნებს.
ეპლი და მოზესი გვინეტს მუსიკოს კრის მარტინთან ქორწინებაში ეყოლა. მასთან განქორწინების შემდეგ მეგობრობას ინარჩუნებს და ბავშვებსაც კვლავ ერთობლივად ზრდიან.
კრისი მეგობრობს პელტროუს მეორე ქმართან - პროდიუსრ ბრედ ფელჩაკთან. კრის მარტინი და მისი ახლანდელი მიჯნური მსახიობი დაკოტა ჯონსონი გვინეტს საქორწინო მოგზაურობაშიც კი ახლდნენ.
გვინეტი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს ქმართან.