ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა, რომელიც კოვიდინფიცირებულის კონტაქტი აღმოჩნდა, გაასაჯაროვა მის მიერ 112-ზე და დაავადებათა კონტრლის ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების ჩანაწერები. ბატონ ირაკლის აინტერესებდა, ითვლებოდა თუ არა კონტაქტად და რამდენი დღე უნდა დალოდებოდა სიმპტომების გამოჩენას. სწორეს ეს ჰკითხა 112-ის ოპერატორს, რომელთან დაკავშირებაც 4 წუთში შძლო: "ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე დარეკეთ" - იყო სასწრაფოსგან პასუხი. ჟურნალისტს მითითებულ ცხელ ხაზზე მალევე უპასუხეს, რომ 3-4 დღე დაელოდოს სიმპტომებს და ამ დროის განმავლობაში თუ რაიმე გადაუდებელი საჭიროება არ არის, სახლიდან არ გავიდეს. "თუ სიმპტომები გამოგივლინდებათ, 112-ზე დარეკეთ" - ასეთი იყო ცხელი ხაზის პასუხი.
ჟურნალისტის უკმაყოფილება გადამისამართებამ გამოიწვია: "თუ 112-ს აქვს სპეციალური ხაზი კორონასთვის, რატომ არ შემიძლია აქ ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი, რატომ გვაქვს ამდენი ნომერი... ეს წუთები კი, რომელიც ლოდინში გავატარეთ, უფრო სასარგებლოდ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა" - აცხადებს ჟურნალისტი.
მის პოსტს ბევრი კომენტარი აქვს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველიბისგანაც.
"ბედნიერები ხართ, რომ 4 წუთში პასუხობენ ზარს. მე, პირადად, ორჯერ გავიკეთე ტესტი აქ, რადგან კონტაქტი ვიყავი. პირველად რომ დავრეკე, ტელეფონზე 1,5 საათზე მეტი ველოდებოდი. ეს იყო ზაფხულში. ახლა, ნოემბერში, გამიმართლა და 45 წუთში მიპასუხეს. და ეს ხდება ჰოლანდიაში! გისურვებთ ჯანმრთელობას! დააფასეთ ეგ 4 წუთი! აქ ექიმი რომ რეკავს, გეუბნება, ისე რომ გიჭირს სუნთქვა, რომ ვეღარ ლაპარაკობ, მაგ შემთხვევაში დარეკე დახმარებაზეო. სხვა შემთხვევაში პარაცეტამოლი დალიე და იყავი იზილირებულიო. ეს ხდება ჰოლანდიაში!" "45 წუთი ვრეკავდი ცხელ ხაზზე და საწრაფოში. ბოლოს უარი მითხრეს ჰოსპიტალიზაციაზე (მქონდა ურთულეს ფორმაში აბსოლუტურად ყველა სიმტომი covid 19-ისთვის დამახასიათებელი) France, Strasbourg". "4 წუთი კი არა, 35 წუთი ველოდეთ უშედეგოდ, როგორც იქნა 100 ზარის მერე აიღეს და დაელოდეთო, ექიმი დაგირეკავთო 4 დღეა ველოდები, ხალხო, ექიმს, არავის მოვუკითხივარ" "112 გადაუდებელი დახმარების ცენტრია და არა საინფორმაციო ხაზი. ასეთი ზარების გამო უწევს ხალხს ნახევარი საათი ლოდინი" "რა 4 წუთი, 30 წუთში თუ გიპასუხეს, ეგეც კარგია. მაგრამ აზრი პასუხის? გეტყვიან, დაგირეკავს ოჯახის ექიმიო, რომელიც დარეკავს 3 დღის მერე" - წერენ კომენტარებში.