თამო ვაშალომიძის პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია. განსკუთრებული მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც თამომ შვილი მეუღლის გარეშე გააჩინა. პატარა სოფიას მამა ამ წუთამდე ინკოგნიტოდ რჩება საზოგადოებისთვის, თუმცა აქტიურადაა ჩართული ბავშვის აღზრდაში.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ თამო ორსულად იყო, მას ახალი რჩეული ჰყავს - აკა სამხარაძე, რომელთანაც ოფიციალურად ცხოვრობს და საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც აქტიურად ჩნდება, ასევე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სოციალურ ქსელშიც.
დღეს თამო მეორე შვილის დედა გახდა, რის შესახებაც ინფორმაცია თავად გაავრცელა "დაიბადა ჩემი ბიჭი მაქსიმე სამხარაძე, ის წუთებია, ბედნიერებას რომ ვერ გამოვხატავ"- წერს თამო ფეისბუქში.
თეკლა ჟვანია