"საფარის" იურისტმა ელისო რუხაძემ, სოციალურ ქსელში სასტიკად ნაწამები გოგოს ფოტოები და ასეთი შინაარსის სტატუსი დადო:
"ეს ჩემი ყოველდღიურობაა, თუმცა არის პროცესები, როცა ძალადობის საქმის ბრალდებული და მისი ადვოკატი განსაკუთრებით არაეთიკურად და შეურაცხმყოფელად იქცევა. დისტანციურად პროცესი არის ტანჯვა, რადგან ნახევარი სიტყვები არ ისმის და 3-4 საათი ასეთ პროცესზე ყოფნა ცალკე აღებული პრობლემაა. დღეს იყო დაზარალებულის დაკითხვა ოჯახური ძალადობის საქმეზე, წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
ძალიან ვარ აღშფოთებული ჩემი კოლეგის ბატონ ავთანდილ ტყებუჩავას (რომელიც თურმე ყოფილი პარლამენტარია) მხრიდან დაზარალებულისადმი გამოხატული ცინიზმითა და ეთიკური ნორმების დარღვევით... მისი ირონიული და სარკაზმით სავსე ჩალაპარაკებები პროცესის მიმდინარეობისას, "ვნახოთ თუ რაიმე გაქვს სათქმელი", გამოიკითხება ეს მოწმე და ნახავ რაც მოხდება, დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ, ასევე დაუსრულებელი კითხვები მოძალადის სექსუალური აქტების, მსხევრპლის ასაკის, სამუშაო ადგილის, მიტანილი მზითევის და ათასი საქმესთან შემხებლობის არმქონე კითხვები. მოძალადის ადვოკატის ხმამაღლა შეფასებების ფონზე, რომელიღაც რეგიონის სასურსათო ბაზარში უფრო მეგონა თავი, ვიდრე პროცესზე!!!
პს. საერთოდ ენერგია აღარ შემომრჩა ამ პროცესის მერე, წარმოდგენა მიჭირს რას გრძნობს მსხვერპლი" - წერს ცნობილი ადვოკატი, რომელიც არაერთი ძალადობის მსხვერპლი ქალის დამცველია და არაერთი პროცესი აქვს მოგებული.
ადვოკატის ამ სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოყვა. ბევრმა ბრალდებულის ადვოკატის დასჯაც მოითხოვა და ბუნებრივია ყველა შეძრა გავრცელებულმა კადრებმა.
AMBEBI.GE აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალების გასაგებად ადვოკატ ელისო რუხაძეს დაუკავშირდა:
- თქვენ არ იცით როგორ მდგომარეობაში მოვიდა ჩვენთან "საფარში" ეს გოგონა. ფსიქოლოგის დახმარებით შევძელით მისი დამშვიდება და მიხარია, რომ დღეს ასე ყოჩაღად არის. იბრძვის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად და დამნაშავის დასასჯელად. გამანადგურა გამოკითხვამ, რაც სასამართლოზე ხდებოდა ბრალდებულის ადვოკატის მიერ, ეს იყო სრული კოშმარი. მართალია პროფესიონალი ვარ, მაგრამ ისე იმოქმედა იმ ადვოკატის ქცევებმა და არაეთიკურმა კითხვებმა, ორი დღეა დამამაშვიდებელებს ვსვამ და ცუდად ვარ.
საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა დადგეს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი. მართალია მოძალადეს აქვს ბევრი ფული, მოწმეები ჰყავს მოსყიდული და ცდილობენ ამტკიცონ თითქოს ის არ არის მოძალადე, აქეთ იშვერენ მსხვერპლისკენ ხელს და ამბობენ, თითქოს ეჭვიანობის საბაბს აძლევდა და ათას სისულელეს ამბობენ, მაგრამ ჩვენ მის ბრალეულობას დავამტკიცებთ.
მამაკაცი არის ანტიკვარიანტით მოვაჭრე კაცი და ბევრი თავისი გამყიდველი ჰყავს პროცესზე მოყვანილი და ისინი აძლევენ ჩვენებებს და სამწუხაროდ არავინ არ დასდევს ცრუ მოწმეებს და მათ არ სჯის პოლიცია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაქვს იმედი და მოლოდინი, როგორც სხვა უამრავ საქმეში, აუცილებლად დადგება ამ საქმეზეც გამამტყუნებელი განაჩენი და დაისჯება მოძალადე მამაკაცი. ემოციურად ძალიან მძიმეა, როცა არაეთიკურად და ამაზრზენად იქცევა მოწინააღმდეგის ადვოკატი. ახლა ვაგროვებ მტკიცებულებს და ეთიკის კომისიაში შევიტან საჩივარს. იმედია არ მოხდება ასეთი ადვოკატების მფარველობა ეთიკის კომისიაში.
როგორც ირკვევა, მონიკა პაპაშვილზე ქმარი პერმანენტულად ძალადობდა. რამდენჯერმე პოლიციას დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ ქმრის მუქარის ქვეშ მყოფს ისევ ნათქვამის უარყოფა უწევდა. ამიტომ მოძალადის ყველა ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა.
AMBEBI.GE ძალადობის მსხვერპლ ქალსაც ესაუბრა:
- მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ამ დღეში ჩამაგდო მამაკაცმა, რომელიც მუხლებზე იდგა და სიყვარულს მეფიცებოდა. მამაკაცმა რომელმაც ჯერ არდაბადებული შვილი მოკლა და ამ დროს ციხეშიც არ გაუშვეს. სასაცილო 2000-ლარიანი გირაოთი გარეთ დასეირნობს. კიდევ გონორზეა, მამცირებს და შეურაცხყოფას მაყენებს ის და მისი ადვოკატი სასამართლო პროცესზე, ხომ წარმოგიდგენიათ მარტო რა დღეში მაგდებდა და რა სიტყვებს მეძახდა... განაგრძეთ კითხვა