ჰემოროი ანუ ბუასილი – ეს ის პრობლემაა, რომლის შესახებაც ბევრი არ საუბრობს, თუმცა უამრავ ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით კი დედებს, რადგან ჰემოროიდული დაავადების პროვოცირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორსულობა და მშობიარობა. ჰემოროდიული დაავადება ნიშნავს ანუსის შიგნით ან მის გარშემო გაზრდილი და შეშუპებული სისხლაძარღვების წარმოქმნას.
საერთაშორისო სტატისტიკის თანახამად, ქალების 50%–ს ჰემოროი სწორედ ორსულობის ან მშობიარობის დროს ემართება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ორსულობის დროს იცვლება ჰორმონები და მათ შორის იზრდება პროგესტერონის დონე, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას. გაზრდილი საშვილოსნო და ნაყოფი კი აწვება ადგილობრივ ვენებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბუასილი არა ორსულობის, არამედ მშობიარობის დროს ჩნდება ინტენსიური ჭინთვების შედეგად. რაც უფრო გახანგრძლივდება მშობიარობის პროცესი, მით უფრო მაღალია ჰემოროის გაჩენის ან გამწვავების რისკი და მით მეტად გამოხატული ხდება დაავადება.
ჰემოროიდული დაავადების პირველი ნიშნებია წვა, ქავილი და ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში. ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ქალები უშუალოდ ბავშვთან დაკავშირებული საკითხებით უფრო არიან დაინტერესებული და ხშირ შემთხვევაში ჰემოროდიულ დაავადებას დროულად არ აქცევენ ყურადღებას. ამ დროს კი აუცილებელია, მათ არ დაავიწყდეთ, რომ თუ აღნიშნულ პრობლემაზე დროულად ყურადღების მიქცევა არ მოხდა და მკურნალობა საწყის ეტაპზევე არ დაიწყო, ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები გაძლიერდება და საბოლოოდ ის პაციენტების ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
მკურნალობის პროცესი და მიღებული შედეგი კი ჰემოროის სტადიაზეა დამოკიდებული. პირველი და მეორე სტადია შედარებით მარტივი სამკურნალოა ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებით, უფრო გართულებულ შემთხვევებში კი ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.
ორსულობისა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი ჰემოროდიული დაავადების დროს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით თქვენ მნიშვნელოვნად შეამცირებით დაავადების განვითარებისა და გართულების რისკს:
მოიწესრიგეთ კუჭის მოქმედება. ის უნდა იყოს თავისუფალი და რეგულარული. ამისთვის აუცილებელია, რომ სწორად და ჯანსაღად იკვებოთ. მიირთვით უჯრედისით მდიდარი პროდუქცია, როგორიცაა უმი ხილი და ბოსტნეული, დაუმუშავებელი მარცვლეული. აუცილებელია საჭირო რაოდენობით (1,5-2 ლ.) სითხის მიღება, საიდანაც ნახევარზე მეტი სუფთა წყალი უნდა იყოს. ყაბზობა ორსულების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა, ამიტომ დროულად დაიწყეთ მასზე ზრუნვა, რომ მან დამატებით დაავადებები არ გამოიწვიოს. ქრონიკული ყაბზობის დროს, სწორი ნაწლავის კედლები დეფეკაციისას ძლიერ იჭიმება, რაც მოგვიანებით ჰემოროიდული კვანძების განვითარების ძირითადი ფაქტორია.
ორსულებში უფრო მისაღებია ადგილობრივი მკურნალობა. პრეპარატების ლოკალური გამოყენება მკურნალობას ეფექტურობას მატებს და ამცირებს ნაყოფზე ნეგატიურ გავლენას. გამოიყენეთ ადგილობრივი გამოყენების სანთლები, რომელსაც დიდი ყურადღებით შეარჩევთ. მათ უმეტესობაში შედის ანტიბიოტიკი და ჰორმონები, რაც კონკრეტულ შემთხვევებში ან ხანგრძლივად გამოყენების დროს უსაფრთხო არაა. უპირატესობა მიანიჭეთ სანთლებს, რომელიც სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული. მაგალითად, „რეპარონის“ სანთელი და მალამო უსაფრთხოა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც, რადგან პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად. ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტურია და სრულიად არაა საზიანო, ის ძალიან სწრაფად ხსნის ტკივილს, შეშუპებას, დისკომფორტს და ხელს უწყობს კვანძის დაპატარავებას. დაავადების პროვოცირებაში დიდი როლი აქვს ხანგრძლივად ჯდომას. ამიტომ ორსულობის პერიოდშიც და შემდგომაც ეცადეთ ერთი საათიანი ჯდომის შემდეგ გაიაროთ და კუნთები და ვენები გაააქტიუროთ. ასევე არასასურველია ხანგრძლივად დგომაც. ადგილობრივად ტკივილის შესამსუბუქებლად ძალიან კარგია თბილი წყლის აბაზანაც, ისევე როგორც დიდი ნაკადით წყლის ადგილობრივი შხაპი. ასევე შეგიძლიათ ადგილობრივად დაიდოთ ყინულის კუბები, რაც ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ. პრევენციისთვის კი კუჭის მოქმედების შემდეგ არ გამოიყენოთ ქაღალდი, მის ნაცვლად დაიბანეთ თბილი წყლით.