ამ საქმის გამოძიება ორეგონის შტატის მცხოვრებმა ვენდი ბებსტიმ მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხვდა, რომ სულაც არ ჰგავდა იმ მამაკაცს, რომელსაც მამად თვლიდა.
გაირკვა, რომ ფორტეს ჯერ კიდევ 1996 წელს უჩივლა პაციენტმა, რომეელიც 1974 და 1976 წელს საკუთარი სპერმით დააორსულა, ქალს კი ეგონა, მის საშვილოსნოში ქმრის ბიოლოგიური მასალა იყო. თუმცა, დნმ-ით დადგინდა, რომ ბავშვები ნამდვილად
1991 წელს კუინსი ფორტემ ნევადის შტატის სამედიცინო ასოციაციისგან წლის ექიმის წოდება მიიღო. მანამდე კი 1961 წელს ქალთა კლინიკა გახსნა ლას-ვეგასში. ის ასევე სამხედრო-საჰაერო ძალების სამედიცინო მეთაური იყო.
უფრო ადრე ნიდერლანდელმა ყოფილმა გინეკოლოგმა საკუთარი სპერმით მინიმუმ 17 პაციენტი დააორსულა. საკუთარი ბიომასალა გამოიყენა მაშინ, როდესაც ქალებმა იცოდნენ, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ანონიმური დონორისგან ჰქონდათ სპერმა.