ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს მამა დაეღუპა. ამ ტრაგედიით შეძრული მომღერალი სოციალურ ქსელში მამას გამოსათხოვარ პოსტს უძღვნის:
"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა, ის დროა ახლა, ის დღე, რომლის დადგომაც თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მაინც ვერავინ ვერასოდეს ეგუები... ახლა თითქოს ისიც კი მახსოვს, სულ პატარამ პირველად როგორ დაგიძახე მამა, პირველად როდის ვიგრძენი მამის სითბო და სიყვარული, მინდა მახსოვდეს და იმიტომ... ის ყველაფერიც უნდა მახსოვდეს, რაც აქამდე იყო, სულ უნდა ვიფიქრო დაუსრულებლად, მოფერება ხომ მოვასწარი ისე, როგორც მინდოდა, იქნებ ასე ცოტა შემსუბუქდეს ტკივილი, ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც დასასრული... მე კიდევ ბევრს გეტყვი, ისევ იქნება ჩვენი მამაშვილური საუბრები, ისევ მოგიყვები ყველაფერს, ისევ გთხოვ რჩევას, ისევ გკითხავ აზრს, ოღონდ ამის შემდეგ შენ მხოლოდ მომისმენ, მამა, ვეღარ მიპასუხებ, მე კი მაინც გავიგონებ შენს ხმას, რომელიც სულ ჩემთან დარჩება... მიყვარხარ უსასრულოდ, შეხვედრამდე."
თეკლა ჟვანია