მწერალთა სახლში წლის საუკეთესო საბავშვო წიგნები დააჯილდოვეს - იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ცნობილია - მშობლები

მწერალთა სახლში წლის საუკეთესო საბავშვო წიგნები დააჯილდოვეს - იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

2020-12-01 18:02:57+04:00

მწერალთა სახლში იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ნომინაციაში "საუკეთესო პოეტური წიგნი" გამარჯვებულია თამრი ფხაკაძის - "ანბანი" (გამომცემლობა პალიტრა L)

საუკეთესო პროზაული წიგნად ყველაზე პატარებისთვის (3 – 6 წელი) დასახელდა: ლელა ცუცქირიძე - "დათუნია ბრუს თავგადასავალი" (გამომცემლობა "შემეცნება")

7 – 12 წლის ასაკისთვის საუკეთესო წიგნის ნომინაციაში 2 წიგნი დაჯილდოვდა: ლელა ცუცქირიძის - "თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა" (გამომცემლობა პალიტრა L) და ვასო გულეური/ნათია ჯანაშიას - "გუნდა და მისი მეგობრები" (გამომცემლობა პალიტრა L)

ყმაწვილებისთვის, 13 + გამარჯვებულია დიანა ანფიმიადია "ჩვენ - ვეფხისტყაოსნები" (გამომცემლობა არტანუჯი)

საუკეთესო ილუსტრირებულ წიგნად ყველაზე პატარებისთვის (3 – 6 წელი) გამარჯვებულია ნინო ჩიტაიშვილი - "ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი" (ქარჩხაძის გამომცემლობა)

პატარებისთვის, 7 – 12 წელი: ნანა მელქაძე - ჭაბუა ამირეჯიბი "შეგონებები" (გამომცემლობა პალიტრა L)

ნომინაციაში საუკეთესო საბავშვო დრამატურგია გამარჯვებულია ელენე მაცხონაშვილის - „ჩრუნტი“

საუკეთესო დებიუტად აღიარეს გიორგი ჯინჭარაძის - "წიქარა" (ზოლიანი კატა)

საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი გახდა ზაზა ჭილაძის, გია ჭუმბურიძის - მარკ ტვენი, ჰელკბერი ფინის თავგადასავალი (გამომცემლობა ინტელექტი)

საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა ლალი ჯაფარაშვილს.

გამარჯვებულები ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ირმა მალაციძე, თეონა ბექიშვილი, ლიკა ჩაფიაზე, თეა ლომაძე, ოლესია თავაძე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ყოველწლიურია და მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა.