"არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის შეზღუდვები რომლებიც არის დაწესებული და ზოგადად იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანრმთელობას, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. ეს, ფაქტობრივად, გახსნის მიზიდულობის ცენტრს და დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ა
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დაახლოებით 700 000 - 800 000 ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი და ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო მასზე, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს.
უკვე ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება და მომდევნო დღეებში დავიწყებთ დარიგებას. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები გაჭირვებული ოჯახების და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ყოველწლიურად 330 მილიონზე ცოტა მეტი იყო განსაზღვრული ბიუჯეტში იმისთვის რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ სოციალური და ჯანდაცვის
მან ასევე მოუწოდა მოხალისეებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში და მონაწილეობა მიიღონ პროდუქტების დარიგებაში.
"მინდა გამოვეხმაურო ბიზნეს სექტორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭრისთვის. უკვე ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამაში. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის და ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, ვისაც სურვილი გაქვთ ჩაერთოთ ამ ღონისძებაში და დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, მოხდება ამ ადამიანების გადამზადება. რა თქმა უნდა, ყველანაირი უსაფრთხოების წესები იქნება დაცული“, - განაცხადა კალაძემ.
ინტერპრესნიუსი