ვახო სანაის მეუღლე თამუნა ყურაშვილი შვილის დაბადებიდან გასულ ერთ წელს აჯამებს. დღეს ვახოს და თამუნას ბიჭის დაბადების დღეა, საკმაოდ რთული და ემოციებით სავსე ერთი წელიწადი გაიარეს, მაგრამ ბიჭი, რომელიც 2 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, უკვე თავისი წესებით, კანონებითა და საკუთარი „კონსტიტუციით“ ცხოვრობს:
„შარშან ზუსტად ამ დროს, 2 დეკემბერს, ორს რომ ორი წუთი აკლდა, ისე გაჩნდა ეს ბიჭი ამ ქვეყანაზე. წონა რომ გავიგე, შოკში ვიყავი ისეთი პატარა იყო - 2600.
უბრალოდ არ ველოდი.
ეს ფოტო საავადმყოფოს პალატაშია გადაღებული ზაფხულში, ფილტვების ანთება დაემართა ისე, არსაიდან, მერე იყო შიდა ინფექცია, მერე იყო ინტენსიური განყოფილების ერთი ურთულესი კვირა.
ორი თვიდან გადაწყვიტა, რომ ცოტა ჭამოს. ამის მერე დაიწყო ჩვენი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოიცავს მთელს მსოფლიოს. ვარკვევთ რატომ ჭამს ცოტას, ჯერ ვერ გავარკვიეთ. ამ თვეების განმავლობაში გაკეთდა ყველა ანალიზი, რაც კი შესაძლებელია, ბევრი ადამიანი დაგვეხმარა სიტყვით და საქმით, მადლობა მათ!
ჩართულია ყველა ექიმი, ვინც კი გაგიგიათ აქ და უცხოეთში. მაგრამ სანის არ აინტერესებს, ჭამს რამდენიც უნდა, იზრდება და ვითარდება ასაკზე უფრო უკეთ ყველა მიმართულებით, მარტო სიგანე გავკლია.
სასოწარკვეთილიც ვიყავი და ბედნიერიც, როცა რამე საშინელება არ დასტურდებოდა. მართლა ძალიან რთული წელი იყო როგორ გლობალურად, ისე ჩვენთვის.
ამ დროს მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობას აქვს ყველა მხადამჭერ სიტყვას, ყველა მახსოვს, აი სახელებით და გვარებით.
ზოგი მწვანილს ზრდიდა სანისთვის, რომ უსასუქო ეჭამა, ზოგი ბოსტნეულს ეზიდებოდა, ზოგი სამედიცინო ისტორიას თარგმნიდა, ზოგი ამერიკასთან მაკავშირებდა, ზოგი გერმანიასთან, ზოგი კანადასთან.
განსაკუთრებული მადლობა ჩატ "სანის" გოგოებს, სადაც განიხილებოდა ყველა სამედიცინო სიტყვა, რაც სანის ეხებოდა, სადაც მთელი მსოფლიოდან ყველაზე ჩემი გოგოები არიან დღემდე ჩართული.
მართლა რთული იყო ეს ყველაფერი, ძალიან.
განსაკუთრებული მადლობა ექიმებს, ვინც ყვლაზე მეტად მეხმარებოდა - სოფო სულავას, გია მელიქიშვილს და მის გუნდს, თიკა ტყემალაძეს, ირაკლი რცხილაძეს და მის გუნდს, იაშვილის ინტენსიურის მაკას და რესპირატორულ განყოფილებას.
როგორც სოფო ამბობს და არ გვჯეროდა, ასეთია, ასეთი კონსტიტუცია აქვს.
უბრალოდ ვაჭმევთ ხშირად და მაღალკალორიულ სპეციალურ რაღაცეებს.
ყველაზე მაგარი ისტორიაა - როცა მოვიძიეთ ყველაზე მაღალკალორიული საჭმელი სამყაროში ბავშვებისთვის, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იყიდებოდა და დიდი რისერჩის მერე გაირკვა, რომ უნისეფი არიგებს აფრიკის ქვეყნებში.
მაშინ ისეთი გათიშული ვიყავი, რომ დამავიწყდა, ჩემი მეგობარი რომ მუშაობდა უნისეფში.
გაირკვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ზედმეტი წონის პრობლემა აქვთ ბავშვებს და ეს საჭმელი აქ არ შემოდის.
მიწერილია ცენტრალურ ოფისში, იქნებ აფრიკელი ბავშვებისგან ცოტა გვიწილადონ.
მოკლედ, ასეთია სანი, გუშინ კიდევ ორი კბილი ამოუვიდა და იმედია ჭამაზე ნაკლებს გვანერვიულებს ყველას, მთელს მსოფლიოში“.
თეკლა ჟვანია