კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.

„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, - განაცხადეს კლინიკაში.

კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო "ოცნება" 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.

კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. კობა დავითაშვილი 5 შვილის მამა გახლდათ.

alt"ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა..." - კობა დავითაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

altკობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"




375
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები