"ბედნიერი დედა ვარ, ასეთი სიყვარულები რომ მყვანან" - სწორედ ამ ტექსტით გამოაქვეყნა თამო ვაშალომიძემ მისი და თავისი მეორე შვილის - მაქსიმეს სამშობიაროდან შინ დაბრუნების ფოტოები.
თამუნა 28 ნოემბერს გახდა მეორედ დედა. მას და აკა სამხარაძეს მაქსიმე შეეძინათ.
თამოს შინ უფროსი გოგონა ელოდა, რომელიც ასევე გახარებულია ოჯახის ახალი წევრით.