"ჩემს შვილს და შვილიშვილს ვირუსი დაუდასტურდათ... საწოლის პრობლემაა და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი"
"ჩემს შვილს და შვილიშვილს ვირუსი დაუდასტურდათ... საწოლის პრობლემაა და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი"
მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილს და შვილიშვილს ვირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ.
სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი. ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.
იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!..
მადლიერი დაგრჩებით!.."

მოგვიანებით დაწერა, რომ მისთვის უცნობი ადამიანები დაეხმარნენ კლინიკის მოძებნაში, სადაც მარიამი და
მისი შვილი მოათავსეს.
"ადამიანი განსაცდელში გამოიცდება, როგორც ფოლადი...
მიხარია ასეთები რომ არიან...
ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით!..", - წერს მამა პეტრე.

3564
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მარიამი
0
თუ საავადმყოფოში ვერ ახერხებენ ავადმყოფთა სიმრავლის გამო შესაბამის მოვლას,სახლის პირობები ჯობია,ჩვენ თითონ უნდა ვიყოჩაღოთ,ელემენტარულ მედიცინაში უნდა განვისწავლოთ.ღმერტმა გიშველოთ თქვენც და ყველა დაინფიცირებულს
14:04 / 04-12-2020
ruska
0
რა საყვარელია ზუ. ᲦმერᲗმა დაგლოცოᲗ მამაო Თქვენ და Თქვენი დიდი ოჯახი
13:24 / 04-12-2020
მსგავსი სიახლეები