მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილს და შვილიშვილს ვირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ.
სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი. ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.
იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!..
მადლიერი დაგრჩებით!.."
მოგვიანებით დაწერა, რომ მისთვის უცნობი ადამიანები დაეხმარნენ კლინიკის მოძებნაში, სადაც მარიამი და მისი შვილი მოათავსეს.
"ადამიანი განსაცდელში გამოიცდება, როგორც ფოლადი...
მიხარია ასეთები რომ არიან...
ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით!..", - წერს მამა პეტრე.