ახალი წელი ახლოვდება და თითოუელი ჩვენგანი სადღესასწაულო განწყობის შექმნას ცდილობს. ეს ის პერიოდია, როცა ყველას სასწაულის მოლოდინი აქვს. #სასწაულიწიგნებშია - დღესასწაული არის იქ, სადაც წიგნებია. სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, იყოს ის, ვინც საახალწლოდ სურვილებს აგისრულებთ. 2-8 დეკემბერს საბავშვო ზღაპრებზე, „ლიბერთინსის“, „იკითხე ქართულის“ „პალიტრა კლასიკისა“ და „ლურჯი ოკეანის“ წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ფასდაკლებული წიგნების სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2KSmvbf
ფასდაკლებული წიგნები გაიყიდება "ბიბლუსის" მაღაზიებსა და www.biblusi.ge-ზე.
ასევე, ქალაქებში, სადაც შეზღუდვების გათვალისწინებით, დაკეტილია "ბიბლუსის" მაღაზიები, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ე.წ. ”Take away/თან წაიღე" სერვისით.
ასე რომ, შეგიძლიათ, თან წაიღოთ წიგნები ოჯახისათვის. ფასდაკლება სხვდასხვა ჟანრისა და ასაკის ლიტერატურაზე მოქმედებს. ქვემოთ კი გთავაზობთ მცირე ინფორმაციას წიგნებზე იმ სერიებიდან, რომლებზეც აღნიშნული აქცია ვრცელდება.
რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ სხვადასხვა დროსა და ადგილას განვითარებული სიუჟეტებისგან შედგება. რომანი ეხება მარადიულ თემებს, რომლებსაც ფილოსოფოსები მუდმივად დასტრიალებენ: რა არის სიყვარული, რა არის ნამდვილი ცხოვრება, რა არის ბედნიერება და როგორია მათკენ სავალი გზები; რომანში შეხვდებით უნიჭობისა და ნიჭიერების, სიყვარულისა და ბოროტების, მედროვეთა, კარიერისტთა და თავისუფლად მოაზროვნეთა ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებს.
წიგნი გამოიცა სერიის „იკითხე ქართული“ რაფგლებში, რომელშიც XX-XXI საუკუნის შემოქმედებაა გაერთიანებული. პროექტი ვიზუალური მხარითაც განსაკუთრებულია. სერიაში გაერთიანებული წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის - "ქართული ისტორიული ქსოვილის" მასალებზე და თითოეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა დამშვენებული.
წიგნი გამოცემულია სერიაში „პალიტრა კლასიკა“, რომელიც მკითხველთა არაერთი თაობის საყვარელ ლიტერატურას აერთიანებს.
წიგნი გამოიცა სერიაში „ლიბერთინსი“, რომელიც თინეიჯერების საკითხავ ლიტერატურას მოიცავს.
"პირველად იყო რატომ“ სერიაში „ლურჯი ოკეანე“, რომელიც ბიზნესლიტერატურას, თვითგანვითარებისა და სამოტივაციო ჟანრის წიგნებს აერთიანებს.