34 წლის ქეთი თოფურიამ, რომელიც მეორე შვილზეა ორსულად, 5 წლის ოლივიას თოვლის პაპასთან წერილი დააწერინა, თან პროცესი კამერით გადაიღო. ოლივიას, რომელიც უკვე წერს და კითხულობს, პირველ რიგში ბარათში უნდა დაეწერა, რომ კარგად იქცეოდა ამ წლის განმავლობაში. ასევე ჩამოათვლევინა კეთილი საქმეები, თუმცა ოლივიამ არ იცოდა ყველა საქმე, რაც ჩაუდენია დედას მისი სახელით. რომ გაიგო, განაწყენდა საკმაოდ.
კეთილი საქმეების ჩამოთვლისას ოლივიამ თქვა: „დედას ვეხმარები, ერთი სათამაშო ვაჩუქე ბავშვებს“. "რატომ, ერთი?" - ჩაერია ქეთი და შეახსენა სიცილით: "ბევრი სათამაშო აჩუქე, უბრალოდ არ იცი!" როგორც ქეთი ამბობს, ამ სიტყვებს ოლივიას სკანდალი მოჰყვა.
მოგვიანებით გადაუღო ვიდეო, სადაც ჩანს უკვე დამშვიდებული ოლივია ძაღლთან ერთად, თუმცა დედაზე გაბუტული.