ექიმსა და ბლოგერ ნანა სხილაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ნანა რეანიმაცია-ანესთეზიის ექიმი რეზიდენტია და გარდა იმისა, რომ დიდ დროს ატარებს კლინიკაში პაციენტების დასახმარებლად, ასევე თავისი ბლოგი აქვს, სადაც ადამიანებს პანდემიასთან და კორონავირუსთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებს.
სწორედ ნანა სხილაძეა ცნობილი ფოტოს გმირი. 28 წლის ნანა ორი შვილის დედაა და შექმნილი მდგომარეობის გამო ხშირად ვერ ნახულობს მათ.
"ვითომ ხომ მომღიმარი ფოტოა... მაგრამ თან დაგვაქვს ყველა აქ მომუშავე მედიკოსს ყველაზე დიდი, დედის დარდი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს...
- ნეტა როგორ არიან ჩვენი შვილები? რას აკეთებენ ხომ არ ტირიან...
ძალიან მიყვარხართ დედიკო. მალე ისევ ვივლით უპირბადეო, ფერად სამყაროში! ბევრს ვითამაშებთ როგორც ადრე და დაღამებამდე არ ავალთ სახლში", - ასეთი წარწერა აქვს ფოტოს, რომელიც ჰიტად იქცა.
"დღეს ჩემთვის და ყველა ექიმისთვის ძალიან მძიმე პერიოდი დგას. სამწუხაროდ, ექიმები კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირდებიან. ზოგს მძიმე ფორმით გადააქვს, ზოგს - მსუბუქი. კლინიკებს პერსონალი აღარ ჰყავს და უწევს მცირე რაოდენობის ექიმითა და ექთნით ამდენ ავადმყოფს მიხედოს, რაც, დამერწმუნებით, ძალიან რთულია. ამასთან, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები. ჩვენ, ჩვენს თავთან ერთად, ოჯახის ჯანმრთელობას ვდებთ სასწორზე. თუმცა, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ნანა mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.
იხილეთ ინტერვიუ სრულად: