"ჩცდ"-ს მსახიობმა ბუბა მირცხულავამ ჯერ კიდევ ოქტომბერში ოფიციალურად იქორწინა სოფო ანდღულაძეზე და იუსტიციის სახლში გააფორმა ქორწინება. რამდენიმე დღის წინ კი ვიწრო წრეში ქორწილიც გადაიხადა - პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სუფრას მხოლოდ ოჯახის წევრები უსხდნენ.