აუდიოწიგნების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. ეს ლოგიკურია, ვინაიდან, წიგნების მოსმენა ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა აქტივობის დროს. ამით ვზოგავთ დროსაც და ვასვენებთ გადაღლილ თვალებს.
აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელს სიახლეები მიაწოდოს და ვებგვერდზე უკვე ასობით აუდიოწიგნია ხელმისაწვდომი სხვადასხვა ჟანრის, ინტერესისა და ასაკის მიხედვით. აქ მრავლად შეხვდებით საბავშვო ლიტერატურას.
მნიშვნელობანია, რომ ბავშვებმა დრო პროდუქტიულად გამოიყენონ, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როცა ისინი ძირითად დროს სახლში ატარებენ. ამისთვის აუდიოწიგნები სასარგებლო და სახალისო არჩევანია. წიგნების მოსმენა ბავშვებისთვის ერთდროულად შემეცნებითი და გასართობი პროცესი იქნება, ამასთანავე, გამოიმუშავებენ მოსმენის კულტურას და განივითარებენ ფანტაზიის უნარს.
gudabooks.ge-ს ხშირად აქვს სასიამოვნო შეთავაზებები. ერთ-ერთი ასეთი აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ, მოუსმინოთ ნაწარმოების პირველ თავს უფასოდ და აუდიოწიგნი 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.
გთავაზობთ აუდიოწიგნს, რომლის პირველი თავის მოსმენის შემდგომ, ფასდაკლებით შეძლებთ შეძენას:
დევიდ უოლიამსი - საძაგელი მამიდა
იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლი-კაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურ-ველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.