მომღერალ ნინი შერმადინს დედა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ის "ფეისბუქზე" ავრცელებს.
"ნეტა კიდევ როდის შევხვდებით, ძალიან მომენატრებით.... ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო... ასე უთქმელად... ძალიან მიყვარხართ...შეხვედრამდე მარადისობაში" - წერს ნინი შერმადინი.
როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მომღერლის 68 წლის დედა კორონავირუსით დაიღუპა. მოგეხსენებათ, ნინი შერმადინი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, მის ერთადერთ 12 წლის გოგონას სწორედ მომღერლის დედა ზრდიდა.
ჩვენი ინფორმაციით, შერმადინი ამერიკიდან ხვალ ბრუნდება.
ცნობისთვის, ნინი შერმადინს მაისში მამა სიმსივნით გარდაეცვალა. განაგრძეთ კითხვა