ბავშვის ტირილი შეიძლება იყოს ტკივილის ან ფსიქოლოგიური სტრესის შედეგი: კბილების ამოჭრა ჩვილებში, სტომატოლოგთან მისვლა ან ქუჩის ძაღლის მოულოდნელი თავდასხმა. ბავშვების აგზნებადობა, ცრემლიანობა და ემოციურობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები და გარშემომყოფნი შეშფოთებულნი არიან ბავშვის ფსიქიკის არასტაბილურობით, ეს ქცევა საკმაოდ ნორმალურად ითვლება.
როგორც ალბათ მიხვდით, ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა იქნება ბავშვების ტირილი, მისი მიზეზები და ზემოქმედების შესაძლო მეთოდები. დასაწყისისთვის გავერკვეთ, თუ რა არის ცნობილი ამ მდგომარეობის შესახებ სამეცნიერო თვალსაზრისით.
ტირილი ადამიანის ერთ-ერთი ფსიქოფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელსაც ახასიათებს თვალებიდან განსაკუთრებული სეკრეციის - ცრემლების მომატებული გამოყოფა.
ბავშვის ტირილი ჩვეულებრივი რეაქციაა ნებისმიერ გამაღიზიანებელ ფაქტორზე. არ უნდა გაბრაზდეთ, თუ თქვენი ბავშვი ტირის, რადგან ეს რეაქცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ მორიგი ახირება, არამედ სიგნალი დახმარების შესახებ!
თუ თქვენი ბავშვი ხშირად ტირის და აქვს მელანქოლიური ტიპის ხასიათი, თქვენ არ გჭირდებათ ცრემლიანობის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ბრძოლა - მოუწოდოთ პატარას რომ არ იტიროს, ან დასცინოთ. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბიჭს ეხება. ამგვარმა აღზრდამ შეიძლება სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს, ხოლო ცრემლიანობას - ბავშვის საკუთარი თავის ურწმუნობა და უარყოფა დაემატება.
მნიშვნელოვანია! ბავშვის ქცევისა და ტირილის მიზეზების გაანალიზებისას შეეცადეთ სწორად მოახდინოთ რეაგირება. ზოგჯერ, ცრემლიანობის ხშირი შეტევები, სპეციალისტის რჩევას და სპეციალურ ნევროლოგიურ გამოკვლევებს საჭიროებს.
მშობლებს, რომლებსაც მოსწონთ ლოზუნგი: „რატომ უნდა მოძებნოთ მიზეზი? მთავარია არ იტიროს“ - გვინდა შევახსენოთ, რომ სიტუაციისადმი ასეთი დამოკიდებულება ბავშვის ქცევაში პოზიტიურ ცვლილებებს სულაც არ გამოიწვევს. ზოგჯერ პირიქით - ეს მიდგომა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს: ბავშვის ავტორიტეტის სახე ბუნდოვანია და შედეგად, ის მანიპულატორი ხდება.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რატომ ტირის ბავშვი:
ემოციური არასტაბილურობა; თავის თავში დაურწმუნებლობა; შიში; ყურადღების მიპყრობის სურვილი; თანაგრძნობის მიღების სურვილი; დაღლილობა; ტკივილი.
საინტერესოა. ცრემლები ან ჩხუბი - ბავშვობის ასაკში უარყოფითი ემოციების გამოსავლენად ყველაზე გავრცელებული გზებია.
როგორ მოვიქცეთ ბავშვთან, რომელსაც ტირილისკენ მიდრეკილება ახასიათებს?
უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, რომელიც ასეთი რეაქციის პროვოცირებას იწვევს. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს შესაბამისი ალგორითმით მოქმედება.
განვიხილოთ ცალკეული სიტუაციები და მშობელთა ქცევის რეკომენდებული მოდელები:
თუ ცრემლების მიზეზი შიშია, ესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს შვილს და ამგვარად დაიწყეთ უარყოფით რეაქციასთან ბრძოლა. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ის უსაფრთხოდაა და არაფერი არ ემუქრება. გაატარეთ შვილთან რაც შეიძლება მეტი დრო, ყურადღება მიაქციეთ მას. მაშინ ბავშვს არ დასჭირდება საკუთარი თავისკენ ყურადღების მიპყრობა. უფრო ხშირად ესაუბრეთ თქვენს შვილს, შეეცადეთ უპასუხოთ მის ყველა კითხვას. ასე ბავშვი იგრძნობს, რომ ის ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის და შეიძლება გაგანდოთ თავისი განცდები და წუხილი. შეეცადეთ ასწავლოთ თქვენს პატარას როგორ მართოს თავისი ემოციები. აუხსენით, როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება სიტუაციაზე, რომელიც ტირილს იწვევს. ძირითადად ეს პუნქტი ბიჭებს უხდება. შეეცადეთ დაარწმუნოთ პატარა, რომ ცრემლების ღვრა დროის ფუჭი ფლანგვაა, რომლის გამოყენება რაიმე საინტერესოსა თუ სასარგებლოზე შეიძლება. მაგალითად, ხატვისთვის, პლასტილინით ძერწვისთვის ან თამაშებისთვის. გააანალიზეთ ბავშვის განრიგი, შეიძლება ის ძალიან იღლება გადატვირთვის გამო. ასეთ შემთხვევებში ბავშვის ფსიქიკა ზიანდება ასაკობრივი თავისებურებების და არასრულყოფილი ნერვული სისტემის გამო. ამიტომ, უნდა შემცირდეს სიჩქარე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. არ დაგავიწყდეთ, უთხრათ ბავშვს, რომ ის კარგია და თქვენ ის გიყვართ. ხშირად ბავშვებს ეშინიათ მშობლების დაგმობის - აქედან იბადება ცრემლები. მაგალითად, ცუდი ნიშნების, დახეული ან დასვრილი ტანსაცმელის, ან სხვა წვრილმანების გამო. ბიჭები ხშირად უფრო დაუცველები არიან, ვიდრე გოგონები. შესაბამისად, მათი ხშირი ცრემლები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. უბრალოდ, ბავშვს ჯერ არ აქვს ნასწავლი, თუ როგორ უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება მიმდინარე სიტუაციებზე. ამიტომ, მშობლების ამოცანაა დაეხმარონ ბავშვს გააცნობიეროს თავისი პრობლემები. ამ სიტუაციაში საუბარი, გარემოებათა ერთობლივი ანალიზი და არსებული პრობლემიდან გამოსავლის ძიება დაგეხმარებათ. ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ტირილის შემთხვევაში, რომელიც ტკივილითაა გამოწვეული (კბილების ამოჭრა, სპასტიკური ან ანთებითი გენეზის, ლოკალური ხასიათის ტკივილები), შესაძლებელია მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალების გამოყენება. ერთ-ერთ ასეთს კომპანია Heel-ის პრეპარატი
ვიბურკოლი N (რექტალური სანთელი) წარმოადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია, ასევე, ბავშვების მომატებული ნერვული აგზნებადობისას, რომელიც წარმოიშვება ცხელების დროს, ან მის გარეშე; გაურკვეველი გენეზის შფოთვის და მოუსვენარი მდგომარეობისას; ვაქცინაციის მოსამზადებლად და მის შემდგომ პერიოდში - დისკომფორტის შემცირების მიზნით და სხვ.;
რატომ ანიჭებენ დედები უპირატესობას ვიბურკოლს და რატომ არის ყველა მშობლის ოჯახის აფთიაქის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი?
ვიბურკოლს, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების დროს გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განსხვავებით, გააჩნია მთელი რიგი უპირატესობა:
კომპლექსური შემადგენლობა და მოქმედება ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი მექანიზმების რეგულირება სიმპტომების სწრაფი მართვა უსაფრთხოების მაღალი პროფილი ბავშვებში დაბადებისთანავე გამოყენების შესაძლებლობა უსაფრთხო და ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლებლობა
მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ბედნიერ ბავშვობას და კარგ ღამეებს გისურვებთ თქვენ და თქვენს შვილებს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
R