როგორ გავამხიარულოთ ბავშვები ახალ წელს? ამის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა განსაკუთრებული მაინც მხიარული საახალწლო დეკორაცია, მორთულობა და სამოსია. პანდემიის პირობებში, როცა შეზღუდვებით ვხვდებით ახალ წელს და გარე გასართობი აქტივობები არ არსებობს, გვიწევს, რომ საახალწლო განწყობის შექმნაზე სრულად სახლში ვიზრუნოთ. ამ დროს მშობლები ცდილობენ, პატარებს მაქსიმალურად ბევრი ხელნაკეთი საახალწლო დეკორაცია გააკეთებინონ საკუთარი ხელით, საახალწლო ორცხობილები გამოაცხონ ერთად, რომ საზეიმო განწყობა შექმნან და შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტი შეამცირონ.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო სამოსი და განსაკუთრებით ჰუდები, რომელიც უკანასკნელი წლების ყველაზე აქტუალური სამოსია. აჩუქეთ თქვენს პატარებს სხვადასხვა სტილისა და დიზაინის საახალწლო ჰუდები და ამით ოჯახში მხიარულ განწყობას აუცილებლად შექმნით. შეგიძლიათ მოიფიქრით თამაშები და მხიარული დავალებები, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგაც ბავშვები საჩუქრად საახალწლო ჰუდებს მიიღებენ. ჰუდების შესაძენად კი არც ბევრი დრო დაგჭირდებათ და არც მაღაზიებში სიარული. „პრინტარეაში“ შეგიძლიათ ონლაინ შეუკვეთოთ უმაღლესი ხარისხის ჰუდები თქვენთვის სასურველი პრინტით. საბავშვო ჰუდების ზომები 3 წლიდან 10 წლამდეა ხელმისაწვდომი. ფერების არჩევანი კი საკმაოდ მრავალფეროვანია: ვარდისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე, იასამნისფერი... ჰუდების შეკვეთა ონლაინ, „პრინტარეას“ საიტის მეშვეობით ხდება. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ჰუდები პრინტების შეთავაზებული ვარიანტებიდან ან დაამზადებინოთ თქვენი დიზაინით. შეკვეთილ პროდუქტს სასურველ მისამართზე მიიღებთ. ასე მარტივად შეძლებთ გაამხიარულოთ ბავშვები და საახალწლო განწყობა შექმნათ ოჯახში. საბავშვო ჰუდებთან ერთად, უფროსებისთვისაც შეიძინეთ ერთნაირი ან სხვადასხვა დიზაინის სამოსი და ასე კიდევ უფრო მეტ მხიარულებას შექმნით ოჯახში.
ახლა კი გთავაზობთ საახალწლო ჰუდის რამდენიმე ვარიანტს, რომლითაც ბავშვებს ნამდვილად გაახარებთ და საზეიმო მხიარულ განწყობას შეუქმნით.
საახალწლო ჰუდები სანტა კლაუსის გამოსახულებით
ჰუდები დინოზავრ “ტრირექსით“, რომელიც ბავშვების უმეტესობას ძალიან უყვარს
ჰუდები გრინჩის თემატიკით
ჰუდები ფრაზებით კოვიდ 19–ზე, რომელიც 2020 წლის გრინჩი იყო
ჰუდები მარტივი და სადა საახალწლო პრინტებით