დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და ის ასიმპტომურია.