"ქრისტინე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს", - ამ პოსტით ამცნეს იოანე ბაგრატიონ მუხრანელმა და მისმა მეუღლემ - ყოფილმა მოდელმა ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელმა საზოგადოებას სასიხარულო ამბავი.
სულ მალე ამის შესახებ ესპანურმა გამომცემლობა “Vanitatis”-მაც დაწერა:
"ქრისტინე, ყოფილი მისი, რომელიც სამყაროს მოუვლენს ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს ახალ შთამომავალს.
მისი მეუღლე, პრინცი იოანე არის პრინცესა მარია დე ლას მერსედეს დე ბავარია ი ბორბონის შვილიშვილი, რომელიც იყო მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილი და ესპანეთის ინფანტა.
ეს სწორედ პრინცი იოანეა, ვინც გვამცნო სოციალური მედიის საშუალებით, რომ მისი მეუღლე პრინცესა ქრისტინე არის ორსულად. პრინცი არის საქართველოს სამეფო ოჯახის ბაგრატიონთა შტოს მუხრანის ოჯახის წევრი. „ქრისტინე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში“, მან დაწერა მისი ინსტაგრამის გვერდზე.
პრინცი იოანე, 43, არის პრინც ბაგრატ დე ბაგრატიონ ბავარიისა და ბორბონის ვაჟი, რომელიც პრინცი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანის და პრინცესა მარია დე ლას მერსედეს დე ბავარია ი ბორბონის ვაჟი გახლდათ, მისი დედა მარია კი იყო მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილი და ესპანეთის ინფანტა. შესაბამისად, პრინცი იოანე არის ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის შვილთაშვილის შვილი.
პრინც იოანეს ასევე ნათესაური კავშირი აქვს ბავარიის სამეფო ოჯახთან და არის ქართველი მეფეების შთამომავალი, რომელთაც საქართველოში იმეფეს მე-19 საუკუნემდე. შემდგომში, ბაგრატიონთა ოჯახი ინტეგრირდა რუსეთის დიდგვაროვანთა სისტემაში მონარქიის გაუქმებამდე.
მაგრამ ვინ არის ქრისტინე ძიძიგური, ქალი, რომელიც სამყაროს პრინცესა მარია დე ლას მერსედესის შვილთაშვილს მოუვლენს?
პრინცესა ქრისტინე არის 31 წლის, ქართველი, რომელსაც აქვს მიმზიდველი სილამაზე, რამაც მას მოაპოვებინა ვიცე მის საქართველოს ტიტული. იგი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი როგორც მის ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
ქრისტინეს შესწავლილი აქვს ფრანგული კულტურა სორბონას სასწავლებელში და თბილისში მიღებული ხარისხი სოციოლოგიაში.
პრინცი იოანესა და პრინცესა ქრისტინეს სიყვარულის ისტორია 2014 წლიდან იწყება. მათი თქმით ეს ნამდვილი გადაკვეთა იყო, სიყვარული პირველივე მომენტიდან. მათ იმავე წელს ჰქონდათ სამოქალაქო ქორწინება ესპანეთში, იმ ჩანაფიქრით, რომ რელიგიურ ქორწინებას მალევე იზეიმებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ნელდებოდა იოანეს მამის პრინცი ბაგრატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, მათ გამოაცხადეს სამგლოვიარო ერთი წელი, რის შემდეგაც მათი რელიგიური ქორწინება საბოლოოდ შედგა 2018 წელს".