2020 წლის ბოლო სეზონი "კომედი შოუს" გუნდმა "რუსთავი 2"-ზე დაასრულა და ახალი სეზონიდან "ფორმულას" შეურთდებიან. გუნდი პირველად მაშინ გაიყო, როდესაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მაშინ ვანო ჯავახიშვილთან ერთად არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა ტელევიზია. სწორედ მაშინ შეურთდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობების ნაწილი "რუსთავი 2"-ის იუმორისტების გუნდს.
ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ 6 წლის შემდეგ "რუსთავი 2"-დან წასვლა მისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა მიყვება გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო...
- მესმის, რატომ სვამთ ამ კითხვას, ხალხიც კითხულობს ლუნა და თენგო ისევ თუ დაბრუნდებიან სერიალში. ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, როგორ უნდა დავბრუნდე სერიალში, „კომედი შოუს“ გუნდში ვარ. თუმცა ალეკო მალხაზიშვილის ძალიან მადლობელი ვარ, როდესაც თავის გუნდში მოსვლა შემომთავაზა, მითხრა, ქეთი, შენ თუ სერიალში იქნები, მე პრობლემა არ მექნებაო. ეს ძალიან მაგარი რამე იყო ალეკოს მხრიდან, უბრალოდ იქ არ გამოდიოდა.
- ექვსი წელი ვიყავი ამ არხის თანამშრომელი, იმდენად შევეჩვიე იმ შენობას, რომ სენტიმენტალური განცდა მაქვს ახლაც. რა ვქნა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მეტი რა გზა მაქვს, მივდივარ.
- ამ წუთას გზაში ვარ, მეგობართან ერთად და ყავას და ვაფლს მივირთმევ, ეს არის ჩემი ახალი წელი. არც ნაძვის ხე მომირთავს. ერთი პატარა ნაძვის ხე მაქვს, არც სათამაშოები მაქვს. ამ კუთხით უგემოვნო ვარ, ვერც ვიგებ როგორ რთავენ, სად რა დავკიდო, რომ ლამაზი იყოს. ამ წუთას საჭმელი კი არა, პურიც არ მიმიტანია სახლში. ხვალაც რომ დამირეკოთ გზაში ვიქნები, ვაფლითა და ყავით ხელში.