მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში ქართველი ბიჭუნას, ცოტნე ზედგინიძის მორიგი წარმატების შესახებ დაწერა. ანიტას ინფორმაციით, კომპოზიტორი და პიანისტი, მაესტრო დანიელ ბარენბოიმს შეხვდა.
"ამ წუთას შევიტყვე, რომ ჩვენი საოცრება ბავშვი, ცოტნე ზედგინიძე არის მაესტრო დანიელ ბარენბოიმთან და მაესტრო არის გაოცებული და გაგიჟებული ამ ბავშვის გენიით! ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა ამ 2020 წელს! მადლობა მაესტრო ბარენბოიმს და რაც მთავარია, მადლობა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს და ჩვენს საოცარ ლიზა ბათიაშვილს იმისთვის, რომ ყოველთვის ზრუნავენ
ნიჭიერ ადამიანებზე!“
დანიელ ბარენბოიმი მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და დირიჟორია, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ოპერის გენერალური მუსიკალური დირექტორი გახლავთ.
მოგვიანებით, შეხვედრის დეტალებზე უფრო ვრცლად ისაუბრა თავის პოსტში, ახალი თაობის ერთერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა.
"2020 წლის ფრაზა ...
"მე ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება, ყველაფერს გავაკეთებ და მისთვის ყოველთვის მისაწვდომი ვიქნები თუ რამეში შემიძლია დავეხმარო” - თქვა დანიელ ბარენბოიმმა, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მან ცოტნე პირველად მოისმინა.