სიახლეებიკალეიდოსკოპი
საახალწლო სიურპრიზი მშობლებს ღუდუშაურის კლინიკიდან - "იმ ჯადოსნური ადგილიდან, სადაც ახლა პატარა გმირებზე მშობლების ნაცვლად ექიმები და ექთნები ზრუნავენ"
საახალწლო სიურპრიზი მშობლებს ღუდუშაურის კლინიკიდან - "იმ ჯადოსნური ადგილიდან, სადაც ახლა პატარა გმირებზე მშობლების ნაცვლად ექიმები და ექთნები ზრუნავენ"
ღუდუშაურის კლინიკამ საახალწლოდ სიურპრიზი გაუკეთა იმ მშობლებს, რომლების ნაადრევად დაბადებული პატარებიც კლინიკის ნეონატალურ ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან:

"ახალი წელი,პირველ რიგში, ოჯახური დღესასწაულია! ეს ის დროა, როცა ყველა ოჯახის წევრი ერთად ელოდება 12 საათის შესრულებას! NICU-ს მშობლებისთვის ახალი წლის ყველაზე სანუკვარი სურვილი მათი პატარების სახლში დაბრუნებაა. პანდემიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მშობლებს შეზღუდული აქვთ პატარების მონახულება. გვინდოდა მათთვის სიურპრიზი მოგვეწყო! ზუსტად 12 საათზე, მაშინ როდესაც განსაკუთრებული სურვილების ჩაფიქრების დროა, ასამდე ტელეფონი აწკრიალდა, ეს არ იყო უბრალო შეტყობინება, ახალ წელს მშობლებს Nicu-დან მათი
პატარები ულოცავდნენ! ასეთი ფოტოები გავუგზავნეთ მათ იმ ჯადოსნური ადგილიდან, სადაც ახლა პატარა გმირებზე მშობლების ნაცვლად ექიმები და ექთნები ზრუნავენ, სადაც ყოველდღიურად ითვლიან მათ გულისცემას და მომატებულ გრამებს, სადაც ნამდვილად ხდება სასწაულები და სადანაც ისინი მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს!"
mshoblebi
ბეჭდვა