ალბათ ბევრი დამეთანხმება, ემიგრანტები ჩვენი დროის გმირები არიან. ოჯახისგან, საყვარელი ადამიანებისგან შორს, საკუთარ მხრებზე გადააქვთ ესა თუ ის გასაჭირი, დარდი, ტკივილი და სიხარული. ცხოვრების რთულ პერიოდებს მარტო უმკლავდებიან.
მათ შორის არის კესო მთავრიშვილი, რომელიც სამი წელია ამერიკაში ცხოვრობს. კესო კახეთიდანაა და უზომოდ ენატრება სამშობლო, მშობლიური კუთხე. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც არაერთი ადამიანი აატირა. მასში ყველაფერია - ტკივილი, მონატრება, ერთგულება, მადლიერება და, მიუხედავად ყველაფრისა, სულში გადარჩენილი ბავშვური ხალისი და სისუფთავე.
მერი ბლიაძე