მსოფლიო შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი შორდება. კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა გადაწყვიტეს, რომ განქორწინებაზე შეიტანონ განცხადება. უცხოური მედიის ცნობით, პროცესი დაწყებულია.
მანამდე წერდნენ, რომ წყვილს რთული პერიოდი ედგა და ფსიქოთერაპევტთანაც დადიოდნენ. თუმცა როგორც ჩანს, ვერც ამან უშველათ.
ამბობენ, რომ ინიციატორი კიმია, რომელაც ვერ გაუძლო იმ წნეხს, რომელშიც კანიე აცხოვრებდა. ბოლო დროს წყვილი ისედაც დიდ დროს ატარებდა სხვადასხვა ქალაქში, თავიანთ სქმეებსა და პროექტებში ჩაფლულნი.
წყვილი 2014 წელს დაქორწინდა და შვიდწლიანი ქორწინების განმავლობაში ოთხი შვილი შეეძინათ - ნორტი, სეინტი, ჩიკაგო და პსალმი. ორი უმცროსი ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა.
კანიეს დიქტატურა
როგორც წყვილთან დაახლოებული ადამიანები ყვებიან, კანიე ჩვეულებრივი დიქტატორია და მის წნეხს კიმმა ვერ გაუძლო. ამ სიაში სულ რამდენიმეა იმ აკრძალვიდან, რაც ოჯახში მოქმედებდა და ძირითადად, კიმს უნდა შეესრულებინა: როდესაც კანიე გამოდიოდა სცენაზე, დარბაზში მჯდომ კიმს მხოლოდ მისთვის უნდა ეყურებინა თვალებში და არსად სხვაგან არ გაეხედა. სადილობისას მკაცრად იყო აკრძალული მაგიდაზე და მის სიახლოვეს ტელეფონების არსებობა. კანიე ვერ იტანდა კიმის ჩვევებს, ყველგან და ყველაფერი გადაეღო და დაედო ინსტაგრამზე, ამიტომ ხშირად უკრძალავდა, როდესაც მასთან ერთად იყო, არ გამოეყენებინა გაჯეტები. კანიე გიჟდება ჰუდებზე. შეუძლია, ყოველდღე ჰუდით იაროს. რეპერს ჰუდში რომ არ დასცხომოდა, კიმი იძულებული იყო, შინ შედარებით გრილი ტემპერატურა შეენარჩუნებინა. არადა, თვითონ მას შილიფად ჩაცმა უყვარს და ბიკინებით სიარულიც კი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ წყვილი ხშირად ცხოვრობდა სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა შტატშიც კი. კანიეს მკაცრი მოთხოვნა იყო, მისი ტანსაცმელი ცალკე სარეცხის მანქანაში გარეცხილიყო. რა თქმა უნდა, ასეთი საქმეებისთვის სახლში მოახლე ჰყავდათ, და არაერთი, მაგრამ კიმი ვალდებული იყო ეკონტროლებინა, რომ მისი თეთრეული, საცვლები ან რაიმე სხვა შემთხვევით არ მოხვედრილიყო სარეცხ მანქანაში ქმრის მაისურებთან ერთად. ამას სერიოზული სკანდალი მოჰყვებოდა. ყოველთვის, როცა კიმს მოუნდებოდა თავის დაქალებთან შეხვედრა, კანიესთვის უნდა ეთხოვა ნებართვა. ის კი დიდად არ გიჟდებოდა ცოლის მეგობრებზე. კიდევ კარგი, ბევრი და ჰყავს კიმს და ხშირად ატარებდა მათთან დროს, რომ მარტოობა არ ეგრძნო. თავად კანიეს კი სულაც არ ჰქონდა იგივე ვალდებულება - სადაც უნდოდა და ვისთანაც უნდოდა, გაატარებდა დროს. კანიე უკრძალავდ კიმს ბავშვის სქესის გაჟღერებას და ვერც მის შოუებს იტანდა. ზოგადად, არ უყვარდა თავისი ცხოვრების გასაჯაროება და ამაზე ხშირად დაობდნენ. კიმს სახლში აკრძალული ჰქონდა მაკიაჟი - კანიეს ბუნებრიობა ჰყვარებია და კატეგორიულად მოითხოვდა, შინ მისი ცოლი უმაკიაჟო ყოფილიყო. ტუჩის საცხიც კი არ უნდა წაესვა. კანიე ასევე ერეოდა კიმის ჩაცმის სტილში და შეეძლო მისი გარდერობიდან მოესროლა ნებისმიერი რამ, რაც იაფფასიანი ან შეუფერებელი მოეჩვენებოდა. დაცვის ყველა წევრი ვალდებული იყო, ჩაეცვა შავი სამოსი, ყოველგვარი მოელვარე ნივთების ან ორნამენტების გარეშე, რათა დაცვის წევრებისკენ არასდროს გადასულიყო ყურადღება ვარსკვლავური წყვილიდან. კიმს აკრძალული ჰქონდა დაცვის წევრებთან საუბარი. ერთადერთხელ დაარღვია კიმმა ეს წესი და დაცვის წევრი იმავე დღეს გააგდო კანიემ. ალბათ ხსენებაც არ ღირს, რა დონეზე ჰქონდა აკრძალული კიმს ყოფილ მამაკაცებთან ურთიერთობა.
კიმი დაცვის წევრთან ერთად
ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ "ბედნიერად" ცხოვრობდა კიმი და როგორ უნდოდა დაესვენა თავისი დიქტატორისგან.