
იქიდან დავიწყოთ, რომ ბავშვი სინამდვილეში ორი იყო. ამერიკული კანონმდებლობით ბავშვებისთვის აკრძალულია 4 საათზე მეტ ხანს მუშაობა დღეში, ამიტომ აირჩიეს როლისთვის საყვარელი ტყუპი ბიჭუნა - ადამ და ჯეიკობ უორტონები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს ცვლიდნენ. მათი დედა, სუზნ უორტონი, ტყუპი ბავშვების მშობელთა კლუბში იყო გაწევრიანებული. სწორედ ამ

ამ წარმატებული დებიუტის შემდეგ ჯეიკობს და ადამს არც ერთ ფილმში აღარ უთამაშიათ. რასაკვირველია, არც ახსოვთ არაფერი გადაღებებიდან.
2015 წელს დელავერის უნივერსიტეტი დაამთავრეს და სხვადასხვა გზით წავიდნენ.

ჯეიკობმა სარესტორნე ბიზნესის განხრით დაამთავრა უნივერსიტეტი და საყვარელ საქმეს მისდევს - კულინარობს, კერძებს ამზადებს და განსაკუთრებულად დესერტები გამოსდის თურმე. მომავალში რესტორნის მართვასაც აპირებს. თავისუფალ დროს კი საქსოფონზე უკრავს.

ადამ უორტონმა დიზაინერობა გადაწყვიტა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველი კოლექციაც გააკეთა. ხშირად მოგზაურობს და დროს ატარებს.