"მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა... ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე? - მშობლები

"მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა... ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?

2021-01-10 05:12:28+04:00

მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მომ­ღე­რალ­მა ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, წიკ­ლა­უ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო ათი დღეა, სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

"სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, ერთი კვი­რის წინ იყო რა­ღაც ნა­პერ­წკა­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის. რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა... გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი მე­გობ­რებ­მა ურ­ჩი­ეს, კარ­გი კლი­ნი­კაა, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ა­ნო და მარ­თლაც კარ­გი კლი­ნი­კაა.

23 დე­კემ­ბერს ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით, ანეკ­დო­ტიც მო­ვუ­ყე­ვი, გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, აღარ შე­მიძ­ლია, და­ვი­ღა­ლე, რამ­დე­ნი დღეა, აქ ვარ, ერთი სული მაქვს გა­რეთ გა­ვი­დეო“, - გა­ნა­ცხა­და კვა­შალ­მა.

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

თე­მურ წიკ­ლა­ურს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, ის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.