რომელი შეზღუდვები იხსნება 16 იანვრიდან და რა აკრძალვა დარჩება კვლავ ძალაში
რომელი შეზღუდვები იხსნება 16 იანვრიდან და რა აკრძალვა დარჩება კვლავ ძალაში

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალიწინებით, როგორც იცით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საკოორდინაციო საბჭომ სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა. თუმცა, აღნიშნული გეგმა შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებასაც ითვალისწინებს. 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეებია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, 16 იანვრიდან აღდგება:

  • მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
31 იანვრის ჩათვლით კი ქვეყანაში კვლავ რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებით. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით,
31 იანვრამდე შეზღუდული რჩება:
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway "დელივერი", "დრაივი");
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა
გარდა ამისა, დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში მთავრობის დადგენილებით 28 ნოემბრიდან დამატებითი შეზღუდვებია დაწესებული:
  • ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
  • კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, 16 იანვრიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა განახლდება. სხვა ყველა შეზღუდვა, 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს ქვეყანაში.

"თუ რაიმე შეიცვლება, გართულდება ეპიდვითარება და მიიღებენ შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას, მოსახლეობას აუცილებლად ეცნობება დროულად. ამ ეტაპზე ოფიციალური დადგენილებით ვხელმძღვანელობთ" - გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.

თამარ იაკობაშვილი

altყველა შეზღუდვა 1-ელ თებერვლამდე ძალაში დარჩა და 16 იანვარს მათი მოხსნა აღარ იგეგმება - საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება




5115
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები