რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე "ფეისბუქის" ერთი პოსტის გამო, ინტერნეტ საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პოსტი მის 81 წლის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს ეხებოდა. ტელეწამყვანი წერდა, რომ მამას აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს ვერ გაუგო და მკაცრად გააკრიტიკა.
AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორია მამის ახლანდელი მდგომარება, ასევე, როგორ უმკლავდება დაავადებას:
- მამაჩემი ოჯახური ტიპის სახლშია, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ. მამა ცალკე ოთახშია. სანამ იქ გადავიყვანდი, გარემოსთან გაუცხოება რომ არ ჰქონოდა და თან წამოსულიყო, ვუთხარი, რომ 21-დღიანი "საგზური" მქონდა და დასასვენებლად უნდა წამეყვანა... იქ რამდენიმე თვეა, რაც დაბინავდა და ფაქტია, თავს კარგად გრძნობს, მეტი სიმშვიდე მოიპოვა...
იმ სახლში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო განათლება აქვთ და რაც მთავარია, ასეთ პაციენტებთან მოპყრობის წესები იციან. მამას იქ აქვს თავის კაბინეტი და კარზე უწერია - პროფესორი ხაზარაძე, თეთრი ხალათი აცვია და დილაობით სხვა ბენეფიციარებთან შემოვლას აწარმოებს.
ცნობილი ქირურგის, ეგანატე ფიფიას მოსწავლეა და დღემდე ეგნატე მისი ღმერთია ადამინობის და მედიცინის მიმართულებით. მოკლედ, ყველანაირად, მისი გაზრდილია. თან, ეგნატე ჩვენი ნათესავიც იყო, მისი ვაჟი მამიდაჩემის ქმარი გახლდათ.
გასულ წლამდე სულ მუშაობდა, ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა. ერთხელ ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა - დათოს იქნებ უთხრა, ნუღა იმუშავებს, სახლში დაჯდესო. როგორც ირკვევა, ქართულ ჯგუფში შედიოდა და ლექციას რუსულად კითხულობდა და პირიქით... რაღაც ნიშნები უკვე ჰქონდა... ეს გვიან გავიგე. განაგრძეთ კითხვა