- რაშია პაზლების პოპულარობის საიდუმლო? როდის ღირს პირველად მათი შეძენა, როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვებს მისი აწყობა და რა როლს ასრულებს ფაზლი ბავშვის ცხოვრებაში?
ვინ მოიფიქრა პირველი ფაზლი და რატომ?
პირველი ფაზლი არა გასართობად და სათამაშოდ, არამედ სწავლისთვის შეიქმნა. ინგლისელმა ჯონ სპილბერმა გადაწყვიტა, სკოლის მოსწავლეებისთვის ცხოვრება გაეადვილებინა და მათ
დღეისათვის ფაზლების არჩევანი უზარმაზარია: დაწყებული ყველაზე მარტივი, საბავშვო ვარიანტებიდან, დიდი კომპლექტებით დამთავრებული, რომელსაც სიამოვნებით აწყობენ უფროსებიც.
Trefl - ბრენდის ისტორია
ფაზლების ერთ-ერთი უმსხვილესი და მსოფლიოში ცნობილი პოლონური კომპანია გახლავთ Trefl (ტრეფლი), რომელიც 1985 წელს, კაზიმეჟ ვეჟბიცკიმ დააარსა. მან ფაზლების წარმოება აქტიურად დაიწყო. 1989 წელს, კომპანიამ თავისი პროდუქციის ექსპორტისკომპანიამ 2004 წლიდან 3D (სამგანზომილებიანი) ფაზლები გამოუშვა.
Trefl პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი და უდიდესი კომპანიაა. მის გუნდში, სათამაშოების გარდა შედის Studio Trefl-იც, რომელიც მულტსერიალებს აწარმოებს. Wydawnictwo Trefl - საბავშვო წიგნები და Baltic Media Group - მედიაკომპანია, რომელიც კომერციულ და სარეკლამო ვიდეორგოლებს აწარმოებს. ასევე, სპორტული ქვედანაყოფი Trefl Sopot დაTrefl Gdańsk, პროფესიონალური მამაკაცთა კალათბურთის და ფრენბურთის გუნდები.
- Trefl უშვებს ლიცენზირებულ პროდუქციას და ისეთ პოპულარულ პერსონაჟებს, როგორიცაა Disney, Hasbro და Mattel-ის გმირები.
რატომ არის ფაზლები სასარგებლო ბავშვებისთვის? რას ასწავლიან ისინი?
პირველ რიგში, ფაზლები ავითარებს ლოგიკას (ბავშვი ფიქრობს, ჩაჯდება თუ არა დეტალი), წარმოსახვის უნარს (რომ გონებაში წარმოიდგინოს სრული სურათი და მარტივად შეარჩიოს საჭირო ნაწილები). ამასთან, პატარებში ვითარდება მოტორიკა და მოძრაობის კოორდინაცია, რაც მომავალში ეხმარება ბავშვს ადვილად დაიკავოს ხელში კალამი და ფანქარი.ფაზლის აწყობა ნებისყოფას და დროსაც მოითხოვს, ამიტომ ხელს უწყობს ისეთი თვისებების განვითარებასაც, როგორიცაა: სიზუსტე, ყურადღება, მოთმინება და გამძლეობა.
როდის ღირს პირველი ფაზლის ყიდვა ბავშვისთვის?
პატარა ნაწილებიანი ფაზლები რეკომენდებულია 3+ ასაკიდან, მაგრამ უფრო პატარა ასაკისთვისაც არსებობს სპეციალური, დიდ ნაჭრებიანი (3-4 ნაწილიანი) მარტივი ფაზლებიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფაზლის ხარისხს. პატარები ყველაფერს პირში იდებენ, ეს მათი ჩვევაა. ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ შესაფერისი ასაკის ფაზლი ნამდვილად ხარისხიანია, არ სძვრება ნაწილები და არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. მცირე ასაკის ბავშვებისთვის შეარჩიეთ ხის, ან ძალიან სქელი და მყარი მუყაოს ფაზლები.ნახატი უნდა იყოს დიდი და მკაფიო. არავითარ შემთხვევაში არ უყიდოთ პატარას წვრილ დეტალებიანი ფაზლი.
როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს ფაზლის აწყობა?
ბავშვები მაგალითს მშობლებისგან იღებენ. თუ თავად დაიწყებთ ფაზლის აწყობას, ბავშვი აუცილებლად დაინტერესდება ახალი გასართობით და მასაც მოუნდება თამაში. როდესაც ის სურვილს გამოხატავს, ააწყვეთ ფაზლი მასთან ერთად. პირველ რიგში აჩვენეთ, როგორ გამოიყურება ნახატი. აწყობილი მოზაიკა. როდესაც დაიწყებთ დეტალების შეერთებას, აუცილებლად გამოხატეთ ემოცია. შემდეგ, სთხოვეთ მას დახმარება. მოგვიანებით კი შესთავაზეთ, რომ დამოუკიდებლად სცადოს ფაზლის აწყობა.აუცილებლად შეაქეთ ბავშვი, გამოხატეთ გულწრფელი ემოციები. ეს ბავშვს საკუთარი თავის რწმენას და მოტივაციას აძლევს!